Monday, September 12, 2011

ლიბო -"ალმას" ნომინანტია




ქართული ორგანიზაცია ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზეა წარდგენილი
 
7 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზეასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემიის საორგანიზაციო კომიტეტმა,  გამოაქვეყნა ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ("ალმა") 2011 წლის  კანდიდატთა სია, რომელშიც პირველად პრემიის არსებობის ისტორიაში შევიდა საქეთველოს წარმომადგენელიც. ეს არის საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი "ლიბო".
ფონდი შეიქმნა 2006 წელს საბავშვო მწერლების ირმა მალაციძის და მარიამ წიკლაურის თაოსნობით. არსებობის მანძილზე ფონდმა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩაატარა და თავისი წვლილი შეიტანა ქართული საბავშვო წიგნის განვითარების  საქმეში. მისი თაოსნობით დაწესდა ქართული საბავშო წიგნის დღე – 27 ოქტომბერი.
 "ალმა" ყველაზე დიდი პრემიაა მსოფლიოში, რომელიც საბავშვო მწერლებს, ილუსტრატორებს და ამ დარგში მოღვაწე ორგანიზაციებს გადაეცემა და 5 მლნ. შვედურ კრონას შეადგენს.
ლინდგრენის პრემიაზე წარდგენა დიდი მიღწევაა არა მხოლოდ ფონდისათვის, არამედ ქვეყნისათვის.
 
 
ინფორმაცია ინტერნეტში:
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
option=com_content&task=view&id=55823&ref=nf
 
 

No comments:

Post a Comment