Saturday, August 27, 2011

აკაკი ბრეგაძე

დაიბადა ქუთაისში 1935 წლის 1 ივნისს.

1954 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა მე-8 სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლა დაასრულა 1959 წელს. 1960 წელს მუშაობას იწყებს საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტერატურის სახელმწიფო გამომცემლობა "ნაკადულში", სადაც დღესაც მუშაობს. თითქმის ნახევარი საუკუნეა, ემსახურება ქართული წიგნის გამოცემის საქმეს; დიდი ამაგი დასდო ცალკეული წიგნების თუ ბიბლიოთეკის გამოცემას. მათ შორის ქართული პოეზიის ჩვიდმეტტომეულს (იყო ამ გამოცემის უცვლელი რედაქტორი), ქართული მწერლობის ოცდაათტომეულს (იგი ამ გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი იყო).

ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებს 1955 წლიდან. ერთ-ერთმა პირველმა თარგმნა რუსი მწერლის ივანე ბუნინის ნაწარმოებები (მათ შორის "ლიკა" 1961 წელს). ასევე პირველმა თარგმნა შვედი მწერლის ავგუსტ სტრინდბერგის პიესები: "მამა" ("საბჭოთა ხელოვნება", 1984 .), "მოჩვენებათა სონატა" ("ცისკარი". 1990 .), "ფრეკენ იულია" ("თეატრი და ცხოვრება", 1991 .), ერიკ XIV. თარგმნა და დაბეჭდა ლევ ტოლსტოის, . დოსტოევსკის, . ანდრეევის მოთხრობები. . პუშკინის მთელი მხატვრული პროზა (1977 ., 1983 ., 2006 .). . ტოლსტოის ტრაგედია "გზანი წამებისანი" (1984-1985 წწ.), "ემიგრანტები" (1988 .), "ნევზოროვის თავგადასავალი" (1988 .), კობო აბეს "ქალი ქვიშაში", (1978 .), ქენძაბურო ოეს "დაგვიანებული ახალგაზრდობა", სელმა ლაგერლოფის "საგა იოსტა ბერლინგზე" (2007 .), . აიტმატოვის "საქონდაქრე" (2005 .), . პასტერნაკის "ექიმი ჟივაგო" (2004 .), . დიუმას, . ოჟეშკოს, . სელიმოვიჩის, . ამადუს და სხვათა რომანები.

მთარგმნელობით მოღვაწეობაში გაწეული წვლილისათვის 2004 წელს მიენიჭა ივანე მაჩაბლის პრემია.

1989 წლის 10 აპრილს დატოვა კომპარტიის რიგები კომუნისტური რეჟიმის მიერ ამავე წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მთავრობის სახლის წინ ქართველი ხალხის მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გამო, ხოლო 1992 წელს მწერალთა კავშირის რიგები- მაშინდელ მწერალთა კავშირთან მისი მრწამსის შეუთავსებლობის გამო.

ამ საუკუნის პირველ წლებში, როცა ათასი მიზეზის გამო დიდად შეყოვნდა საბავშვო წიგნების გამოცემა და ჩვენს ბავშვებს სულიერი საზრდო მოაკლდათ, თავისი ოჯახის წევრებთან ერთად თავს იდო პატრიოტულ-შემეცნებითი დამოუკიდებელი საბავშვო გაზეთის "ციცინათელას" გამოცემა (გაზეთი გამოდის 1995 წლის აგვისტოდან). გაზეთი დღესაც არსებობს ჯერჯერობით. 2000 წლიდან ასევე ოჯახის წევრებთან ერთად ბეჭდავს ასვე პატრიოტულ-შემეცნებითი კრებულების (საბავშვო წიგნების) სერიას, რომელსაც ჰქვია "საკითხავი ყმაწვილთათვის".

ამ სერიით უკვე გამოიცა 17 ტომი და განზრახული აქვს 30 ტომამდე შეავსოს გამოცემა. 2007 წელს წამოიწყო ურთულესი საქმე- გამოცემა ახალი მრავალტომეულისა, რომელსაც ჰქვია "მწიგნობრობა ქართული". გამოცემა მოიცავს რამდენიმე მონაკვეთს. ესენია: 1. ხალხური სიტყვიერება, 2. სასულიერო მწერლობა, 3. საერო მწერლობა, 4. საისტორიო მწერლობა, 5. ფილოსოფიური მწერლობა, 6. სამართლის ძეგლები, 7. მემუარები, 8. სამოგზაურო მწერლობა. ჯერჯერობით გამოსულია ექვსი ტომი.



* * *

თითქოს აკაკი ბრეგაძე XIX საუკუნის დიდ მოღვაწეთა კვალზე მოვიდა. დიახ, პირველ რიგში, სწორედ ბატონ აკაკიზეც ითქმის, რომ ის აგრძელებს ქართველ სამოციანელთა დიდ ტრადიციებს; არ იქნება გადაწარბება, თუ ვიტყვით, რომ თავისი საქმით იგი პირდაპირი მემკვიდრეა დიდი იაკობ გოგებაშვილის, მისი სულის ამაღორძინებელი.



ლადო მინაშვილი



* * *

აკაკი ბრეგაძე თავისი ენერგიით, მუხლჩაუხრელი შრომით გვაგონებს XIX საუკუნის იმ დიდ სამოციანელებს, რომლებიც ნათელ ნიჭთან ერთად გამოირჩეოდნენ გალაკტიონის თქმით, "მძლავრი, ღონიერი მშრომელის ტემპერამენტით". აკაკი ბრეგაძე ამ დიდებულ წინაპართა ღირსეული მემკვიდრეა.

იუზა ევგენიძე





* * *

ერთი მოაზროვნე გვმოძღვრავდა, ჭეშმარიტი საყმაწვილო ქმნილება სწორედ ისაა, რომელსაც დიდებიც დიდი ინტერესით ეცნობიან. თუ ამ ფორმულას ბატონი აკაკი ბრეგაძის მიერ შედგენილ საბავშვო კრებულს მივუყენებთ, დავადგენთ, "გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების ეპიზოდები" (2008 .) ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის საამოდ საკითხავი პატრიოტული გზნებით გამსჭვალული წიგნია.



მურმან თავდიშვილი

* * *

ჩვენი სკოლების დაწყებით კლასებში ძალზე პოპულარულია გაზეთი "ციცინათელა". თვეში ერთხელ, როგორც კარგ საჩუქარს, ისე ელიან ჩვენი პატარები მის ახალ ნომერს.

ვილენ მარდალეიშვილი

* * *

ბატონო აკაკი, თქვენ ბრძანდებით ჭეშმარიტი ქომაგი ქართული მადლიანი სიტყვისა, ემსახურებით ქართული სულიერების გადარჩენისა და აღორძინების საქმეს- გმადლობთ.

ჟურნალ "ფუძის" რედაქცია.



პოეტი. შიო მღვიმელის პრემიის ლაურეატი. დამთავრებული აქვს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობს მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის ნორჩ შემოქმედთა სტუდიის პედაგოგად. რამდენიმე საბავშვო და ლირიკული კრებულის ავტორია.

ირმა ხურცია–ანდრიაძე

დაიბადა 1971 წელს .ფოთში.

1989. ჩააბარა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.

მუშაობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში, ტელეკომპანია მეორე არხის საინფორმაციო სამსახურში.

იყო საპატრიარქოს რადიოივერიისპროგრამების ხელმძღვანელი და არაერთი რადიო პროექტის ავტორი.

ქართული ტელემაუწყებლობაივერიისპროგრამების ხელმძღვანელი და არაერთი სატელევიზიო პროექტის ავტორი.

გამოცემული აქვს ერთი საბავშვო წიგნიწათე და უხილავი მეგობარი“.

ჰყავს მეუღლე და ექვსი შვილი.


მანანა ჯოხარიძე

დაიბადა 1953 წლის 4 ივნისს, ქალაქ კასპში. aდაც მამა იმხანად მსახურობდა.. საშუალო სკოლა დაამთვარა ქალაქ გორში.

1969 წლიდან სწავლობს . ფალიაშვილის სახ. #2 სამუსიკო სასწავლებელში, ხოლო 1973 წლიდან - . სარაჯiშვილის სახელობის კონსერვატორიის სტუდენტია, მუსიკის ისტორიის განხრით, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.

1979-2006 წლებში მუშაობს კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სამუსიკო ათწლედში. ამჟამად მუშაობს . მიქელაძის სახ. სამუსიკო კოლეჯში.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 80-იან წლებში. 1986 წელს ჟურნალში პიონერი დაიბეჭდა მისი მოთხრობა "უცნაური ბეჰემოთი ბიბი".

ამჟამად იბეჭდება პერიოდულ გამოცემებში "დილა", "ლიტერატურული პალიტრა", გაზეთებში "ლიტერატურული საქართველო", "12 მტრედი", აგრეთვე მანანა ჯოხარიძის მოთხრობა შესულია გამომცემლობა "ნაკადულის" მიერ დასტამბულ კრებულში "საბავშვო მოთხრობები" და სახელმძღვანელოებში.

მზია ჩხეტიანი


დაიბადა 1940 წლის 10 მაისს, ლეჩხუმში, სოფელ ღვირიშში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
იბეჭდება 1965 წლიდან.
სხვaდასხვა დროს მუშაობდა გაზეთების რედაქციებსა და ტელევიზიაში. მწერალთა კავშირის წევრი 1978 წლიდან. მონაწილეობდა სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსებში. არის 1996 წელს ბავშვთა საერთაშორისო ფონდისა და გაზეთ "ნერგის" მიერ გამოცხადებულ პოეზიის კონკურსის ლაურეატი, ხოლო 2008 წელს პატრიოტულ თემაზე შექმნილი ნაწარმოებების კონკურსზე "ხერთვისი" პოეზიაში მიენიჭა პირველი პრემია.
1990 წელს გადაეცა შიო მღვიმელის სახელობის პრემია მიღებული მაქვს ღირსების მედალი.


წიგნები:

’’ჭიტა-ჭიტა"- გამომცემლობა ’’ნაკადული" 1973


’’მზეშინა"- გამომცემლობა ’’მერანი" 1975

’’ფრთები"_ გამომცემლობა ’’ნაკადული" 1975

’’ლეტიბაჩების ქვეყანა"- გამომცემლობა ’’ნაკადული" 1978

’’ერთი ცისფერი ბილიკი"- გამომცემლობა ’’ნაკადული" 1981

’’დიალოგები საკუთარ თავთან"- გამომცემლობა ’’მერანი" 1981

’’ახალი წელი ტყეში"-ჟურნალ ’’დილის" ბიბლიოთეკა 1981

’’მახარობელი"- გამომცემლობა ’’ნაკადული" 1983

’’საფიცარი"- გამომცემლობა ’’ნაკადული"1984

’’იმ მთებს გადაღმა"- გამომცემლობა ’’მერანი" 1986

’’ჩვენ ისწევ შევხვდით"- გამომცემლობა ’’მერანი" 1987

’’ბაჯი-ბუჯი ბაჯბაჯაური’’- გამომცემლობა ’’ნაკადული" 1988

’’კდემის კოცონი’’- გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო" 1988

’’აი ვინ არის ქართველი’’- ჟურნალ ’’დილის" ბიბლიოთეკა 1990

’’გზა ტკივილიდან ტკივილებამდე’’- გამომცემლობა "მერანი" 1991

’’გორგონეს თავი’’- გამომცემლობა "ცასწავალა" 1994

’’"დავითი და კონსტანტინე’’ - გამომცემლობა "ცასწავალა" 2000

’’აკიდო’’ - გამომცემლობა "ნაკადული" 2005

მაკა მიქელაძე

დაიბადა1964 წელს .

დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი.

გამოცემული აქვს კრებულები: "Flash", "ქალი ოცდაცამეტამდე", ბესო ხვედელიძესთან თანაავტორობით მცირე რომანი "იხვის ტოლმა" და ჯემალ ქარჩხაძესთან თანაავტორობით "ბერძნული და რომაული მითები".

2008 წელს მოამზადა და გამოსცა წიგნები "რვეული", "ბარათი", "წეროს ჯვარი" (გამომცემლობა "სიესტა").

ნათია თარაშვილი

დაიბადa 1973 წელს. 1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1995 წლიდან მუშაობდა საპატრიარქოს პრესცენტრში. გაზეთ "საპატრიარქოს უწყებანის" რედკოლეგიის წევრი 1999 წლიდან. 2004 წლიდან ჟურნალ "დედაეკლესიის" მთავარი რედაქტორი. საბავშვო ჟურნალ "ცისარტყელას" რედკოლეგიის წევრი. 7 საბავშვო წიგნის ავტორი და რამდენიმე რელიგიურ-ლიტერატურული წიგნის მთარგმნელი.