დაიბადა 1953 წლის 4 ივნისს, ქალაქ კასპში. სaდაც მამა იმხანად მსახურობდა.. საშუალო სკოლა დაამთვარა ქალაქ გორში.
1969 წლიდან სწავლობს ზ. ფალიაშვილის სახ. #2 სამუსიკო სასწავლებელში, ხოლო 1973 წლიდან - ვ. სარაჯiშვილის სახელობის კონსერვატორიის სტუდენტია, მუსიკის ისტორიის განხრით, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.
1979-2006 წლებში მუშაობს კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სამუსიკო ათწლედში. ამჟამად მუშაობს ე. მიქელაძის სახ. სამუსიკო კოლეჯში.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 80-იან წლებში. 1986 წელს ჟურნალში პიონერი დაიბეჭდა მისი მოთხრობა "უცნაური ბეჰემოთი ბიბი".
ამჟამად იბეჭდება პერიოდულ გამოცემებში "დილა", "ლიტერატურული პალიტრა", გაზეთებში "ლიტერატურული საქართველო", "12 მტრედი", აგრეთვე მანანა ჯოხარიძის მოთხრობა შესულია გამომცემლობა "ნაკადულის" მიერ დასტამბულ კრებულში "საბავშვო მოთხრობები" და სახელმძღვანელოებში.
No comments:
Post a Comment