Thursday, August 25, 2011

მარიამ წიკლაური


დაიბადა 1960 წელს.
1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მის პოეზია, საბავშვო ლექსები, თარგმანები, წერილები, ესეები სისტემატურად ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში.
მუშაობდა პედაგოგად, სხვადასხვა გამომცემლობის რედაქტორად.
რადიო "ივერია"-ში მიჰყავს ორი საავტორო გადაცემა: "საუბრები საბავშვო ლიტერატურაზედა ლიტერატურული სალონი "ერთი საათი".
არის ერთ-ერთი დამაარსებელი საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდისა და მისი ეგიდით გამომავალი "საბავშვო ლიტერატურული ალმანახის" რედაქტორი.
მისი ნაწარმოებები შესულია რამდენიმე სახელმძღვანელოში და სხვადასხვა კრებულებში.
არის ლიტერატურული კონკურსის "შოთაობა“ 2009 წლის გრან-პრის მფლობელი (სანდრა რულოვსის სპეციალური პრემია);
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.



გამოცემული აქვს პოეტური კრებულები და საყმაწვილო წიგნები:


"დედის ნამღერი ლექსი" (საბავშვო წიგნი)- 1997

"შეხვედრა" - 2000

"შემომძახიან ლექსები" - 2001

"წიკო-მიკო" (საბავშვო წიგნი) - 2000

"ბრანდი-ბრუნდი" (საბავშვო წიგნი) - 2005

"ნისლის ფრთას გავშლი" - 2006

"მეფარნე" - 2009

"ნატვრისთვლაო მზისაო" (საბავშვო წიგნი) - 2009

"ნანინები" (აუდიო-დისკით) - 2009












No comments:

Post a Comment