დაიბადა ყვარლის რაიონის სოფ. ჭიკაანში. საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტაქნიკურ ინსტიტუტში. მოგვიანბით კი დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთ "ფეიქარის", ჟურნალ "განთიადის" რედაქციებში, გამომცემლობა "საქარველოში", საზოგადოება "ცოდნაში". გაზეთ "ქუთაისის" რედაქციაში განყოფილების გამგედ, მთავარი რედაქტორის მოადგილედ. 1998 წლიდან გაზეთ "საღამოს ქუთაისის" მთავარი რედაქტორია. არის მწერალთა კავშირის, ჟურნალისტთა ფედერაციის, ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი. მიენიჭა ღირსების პორდენი, არის ქუთაისის საპატიო მოქალქე. გამოცემულია ცირა სალაშვილის 12 პოეტური კრებული და რომანი "წვიმების სეზონი". 1980 წელს მიენიჭა ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელობის პრემია ლექსისათვის "გაჩერეთ სამყარო, ჩავდივარ!"
No comments:
Post a Comment