მწერალი, პროზაიკოსი. დაიბადა თბილისში, 1936 წლის 1 ივლისს. სწავლობდა თბილისის მე-10 ქალთა სკოლაში. ამჯამად ეს სკოლა დოლიძის ქუჩაზე მდებარე 61-ე საჯარო სკოლაა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1958 წელს დაასრულა ფსიქოლოგის სპეციალობით. თუმცა თავისი სპეციალობით არასოდეს უმუშავია. დაოჯახდა, შეეძინა ორი შვილი და მხოლოდ 70-იანი წლებიდან დაიწყო სამწერლო მოღვაწეობა. 1981 წლიდან გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 80-იან წლებში, გარკვეულ პერიოდში იყო საბავშვო ლიტერატურის სექციის პასუხისმგებელი მდივანი. პირველი საბავშვო კრებული "რა უხაროდა გოგონას~, გამოიცა 1975 წელს. დღესდღეობით იგი ათამდე საბავშვო წიგნის ავტორია: "ლასა მიდის სკოლასი~, "თეონა~, "ბრეცი კუკნე და ფოთლაკაბას ზღაპარი~, "ვარდისფერი ზღაპრები~, "წვიმის კაცუნები, "ცისფერი მაიმუნის ზღაპარი~, "მოდი ზღაპარო~ და სხვა. მისი ზღაპრები და მოთხრობები სასწავლო პროგრამებშიცაა შეტანილი. 1997 წელს მწერალს საბავშვო ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის ვის მიენიჭა "შიო მღვიმელის სახელობის პრემია~ , ხოლო 1996 წელს გამომცემლობა "ნაკადულმა~ გუგული ტოგონიძის კრებული "ვარდისფერი ზღაპრები~ წლის საუკეთესო საბავშვო წიგნად დაასახელა. 1997 წელს ბორჯომში გამართულ საბავშვო მინი-სპექტაკლების ფესტივალზე გ.ტოგონიძს ზღაპარი "ვარდისფერი ჭინკა”,რომლის გასცენიურება მსახიობ ელდინო საღარაძეს ეკუთვნოდა, სპეციალური პრიზით აღინიშნა. მისი ნაწარმოებების მიხედვით მსახიობ მზია ქობულაძეს მუზიკლიც აქვს დადგმული, რომელშიც მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. გუგული ტოგონიძე ამჟამად ცხოვრობს თბილისში.
No comments:
Post a Comment