დაიბადა 1980 წლის 30 იანვარს, თბილისში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის 149-ე საჯარო სკოლა, ამავე წელს ჩააბარა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში, ლიტერატურული დაოსტატების სპეციალობაზე. 2002 წელს დაამთავრა ინსტიტუტი,ამავე წელს დაიწყო მუშაობა საპატრიარქოსრადიოში, ლიტერატურული რედაქციის კორესპონდენტად.

Tuesday, September 13, 2011
ნინო სადღობელაშვილი
ლეო ქიაჩელი
ლეო ქიაჩელი (ნამდვილი სახელი და გვარი ლეონ მიხეილის ძე შენგელაია) (დაიბადა 1884 წელს, სოფ. ობუჯში (ახლანდელი წალენჯიხის რაიონი) ― ქართველი მწერალი.
ქუთაისისგიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1904—1905 წლებში, სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1905—1907 წლების რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 1907 წელს გაიქცა ქუთაისის ციხიდან. ერთხანს არალეგალურად ცხოვრობდა მოსკოვში. 1912 გაემგზავრა შვეიცარიაში, სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.
1909წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა. ქიაჩელის ადრინდელ ნოველებში საგრძნობია სიმბოლისტური და იმპრესიონისტული მიმდინარეობისათვის ნიშანდობლივი მოტივები — სკეფსისი („შეურაცხყოფილი“), ნიღბის ფილოსოფია („Escalade“), დუმილის თეორია („სტეფანე“, „ისკანდერი“), ბედისწერის პრობლემა („ცოდვის შვილები“) და სხვა. ამავე პერიოდიდან იჩინა თავი ქიაჩელის რეალისტურმა თვალთახედვამაც. საბჭოთა პერიოდში შექმნილ საუკეთესო ნოველებში ქიაჩელმა დიდი მხატვრული სიმართლითა და ფსიქოლოგიური სიღრმით გადმოსცა ყოფილი თავადების სოციალური და პიროვნული კატასტროფა („თავადის ქალი მაია“, 1927), შვილის დამკარგავი მამის მძაფრი სულიერი ტრაგედია („ალმასგირ კიბულანი“, 1925), ორი ურთიერთდაპირისპირებული მორალური მრწამსის ჭიდილი („ჰაკი აძბა“, 1933). ქიაჩელის პირველი რომანი „ტარიელ გოლუა“ (1916) უახლესი ქართული ლიტერატურის საეტაპო თხზულებაა. რომანი ასახავს 1905 წლის რევოლუციას სამეგრელოს სოფლის ფონზე. მწერალი წარმოგვიდგენს თაობათა სრულ იდეოლოგიურ ერთიანობას კლასობრივი ბრძოლის პირობებში. თანამოაზრენი არიან მამაშვილი — სიბრძითა და ქედუხრელობით ცნობილი მშრომელი გლეხი ტარიელ გოლუა და „ერთობის“ მოთავე ახალგაზრდა ლევანი. ამ რომანშივე პირველად იჩენს თავს მამაშვილური სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის იდეა, რომელიც გასდევს ქიაჩელის მთელ შემოქმედებას („ალმასგირ კიბულანი“, „მამა და შვილი“, „მთის კაცი“). რომანში ნაჩვენებია რევოლუციური ბრძოლის აღმავლობა, ხალხის ერთსულოვნება, რეაქციის მძვინვარება სოფლად. ღრმად ოპტიმისტურია რომანის ეპილოგი.
ქიაჩელის მომდევნო რომანი „სისხლი“ (1926—1927) წარმოსახავს რეაქციის ხანას საქართველოში. მენშევიკური ფრაქციის წარმომადგენელი არჩილ დადაშიანი კეთილშობილი, მაგრამ მერყევი ბუნების კაცია. მისი პიროვნება თითქოს ასახიერებს ქართულ მენშევიზმს, რომელიც საბოლოოოდ ნაციონალიზმში ეფლობა. რომანში არ ჩანს მკვეთრად ის ძალა, რომელსაც მიჰყავს რევოლუცია აღმავლობისაკენ.
განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ქიაჩელის რომანმა „გვადი ბიგვამ“ (1936—1937; სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, 1941), რომელშიც წარმოდგენილია 30-იანი წლების ქართული სოფლის ცხოვრება: შენიღბული რეაქციული ძალები (არჩილ ფორია), კერძომესაკუთრული ფსიქიკით შეპყრობილი გლეხობა (გოჩა სალანდია), სიზარმაცე და ცუღლუტობა (გვადი ბიგვა). რომანის იდეური ხაზია ახალი ადამიანის ჩამოყალიბება. გვადია ფერისცვალება ფსიქოლოგიური ტაქტით არის წარმართული; საკუთარ კაცურ ღირსებაში დარწმუნებას და არჩილის ზეგავლენისაგან თავდახსნია სიხარულს მოსდევს არჩილის უნებლიე მკვლელობა — სისხლიანი ზღვარი დღევანდელსა და ხვალინდელს შორის.
ქიაჩელის უკანასკნელი რომანი „მთის კაცი“ (1948) სამამულო ომს ეძღვნება.
ქიაჩელის პროზა სადაა, მკვიდრად შეკრული. მწერალი ხასიათების გამოკვეთისა და ფსიქოლოგიური მოტივირების დიდი ოსტატია.
ქიაჩელის თხზულებანი თარგმნილია ყოფილ სსრკ-ის ხალხთა და მრავალ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის 2 ორდენითა და მედლებით. გარდაიცვალა1963 წელს.დასაფლავებულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
ცირა ქიტიაშვილი
დაიბადა 1932 წლის 3 თებერვალს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა, ზაქარია ნიკოლოზის ძე ქიტიაშვილი, პროფესიით აგრონომი იყო. დედა, ანა იოსების ასული ჯავახიშვილი - მასწავლებელი.
1950 წ. დაამთავრა ქალთა 27-ე საშუალო სკოლა და ამავე წელს ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობად 14 წლის მანძილზე. ლექსების წერა მე-3 კლასიდან დაიწყო. პირველი საბავშვო ლექსები გამოაქვეყნა ჟურნალ ,,დილაში, იოსებ ნონეშვილისა და მაყვალა მრევლიშვილის მოღვაწეობის პერიოდში. ცირა ქიტიაშვილი იბეჭდებოდა და იბეჭდება მრავალ პერიოდულ გამოცემასა და სახელმძღვანელოში. 1970 წელს დაიბეჭდა მისი პირველი საბავშვო ლექსების კრებული ბუდეშურის აკიდო , რომელსაც მოჰყვა ,,უცნაური თოჯინა ...მზის კაცები ...ბიჭობა განა ღონეა ...წერილები სიმღერეთიდან ...კაი ყმა ჩემი ძმაც არის ... ლაჟვარდებში მტრედი ცურავს ...წითელქუდა ყაყაჩოები ... რას ჭიკჭიკებს მერცხალი ... ეს სამშობლოა ჩემი და შენი .
1971 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში მსახიობად, ესთეტიკური აღზრდის სამეცნიერო ცენტრში მეცნიერ-თანამშრომლად, მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრში მეთოდისტად და ლექტორად, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მხატვრული კითხვის პედაგოგად, სახელმწიფო საესტრადო სასწავლებელში მხატვრული კითხვის სექციის გამგედ, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში დამდგმელ რეჟისორად.
მწრალთა კავშირის წევრია 1983 წლიდან. ცირა ქიტიაშვილი არის შიო მღვიმელის, მაყვალა მრევლიშვილის პრემიების ლაურეატი, დაჯილდოებულია სღირსების ორდენით და მედლით...ქართული კულტურის ამაგდარი.
Subscribe to:
Posts (Atom)