დაიბადა 1932 წლის 3 თებერვალს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა, ზაქარია ნიკოლოზის ძე ქიტიაშვილი, პროფესიით აგრონომი იყო. დედა, ანა იოსების ასული ჯავახიშვილი - მასწავლებელი.
1950 წ. დაამთავრა ქალთა 27-ე საშუალო სკოლა და ამავე წელს ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობად 14 წლის მანძილზე. ლექსების წერა მე-3 კლასიდან დაიწყო. პირველი საბავშვო ლექსები გამოაქვეყნა ჟურნალ ,,დილაში, იოსებ ნონეშვილისა და მაყვალა მრევლიშვილის მოღვაწეობის პერიოდში. ცირა ქიტიაშვილი იბეჭდებოდა და იბეჭდება მრავალ პერიოდულ გამოცემასა და სახელმძღვანელოში. 1970 წელს დაიბეჭდა მისი პირველი საბავშვო ლექსების კრებული ბუდეშურის აკიდო , რომელსაც მოჰყვა ,,უცნაური თოჯინა ...მზის კაცები ...ბიჭობა განა ღონეა ...წერილები სიმღერეთიდან ...კაი ყმა ჩემი ძმაც არის ... ლაჟვარდებში მტრედი ცურავს ...წითელქუდა ყაყაჩოები ... რას ჭიკჭიკებს მერცხალი ... ეს სამშობლოა ჩემი და შენი .
1971 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში მსახიობად, ესთეტიკური აღზრდის სამეცნიერო ცენტრში მეცნიერ-თანამშრომლად, მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრში მეთოდისტად და ლექტორად, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მხატვრული კითხვის პედაგოგად, სახელმწიფო საესტრადო სასწავლებელში მხატვრული კითხვის სექციის გამგედ, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში დამდგმელ რეჟისორად.
მწრალთა კავშირის წევრია 1983 წლიდან. ცირა ქიტიაშვილი არის შიო მღვიმელის, მაყვალა მრევლიშვილის პრემიების ლაურეატი, დაჯილდოებულია სღირსების ორდენით და მედლით...ქართული კულტურის ამაგდარი.
No comments:
Post a Comment