Tuesday, September 13, 2011

გოდერძი ჩოხელი

გოდერძი ნიკოლოზის ძე ჩოხელი  _ მწერალი, კინორეჟისორი, სცენარისტი, დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. მშობლები: ლელა ბუბუნაური და ნიკო ჩოხელი. ჩოხის რვაწლიანი სკოლის დამტავრების შემდეგ სასწავლებლად ფასანაურში გადაიყვანეს. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. პირველი მცირემეტრაჟიანი ფილმი 1978 წელს გადაიღო. მის ყველაზე წარმატებულ ფილმებს შორისააბაკურხეველი ხევსური”, „აღდგომა“ (1982), „ადამიანთა სევდა“ (1984), „აღდგომის ბატკანი“ (1988), „ცოდვის შვილები“ (1989), „სამოთხის გვრიტები“ (1997), „ლუკას სახარება“ (1998) დამიჯაჭვული რაინდები“ (2000).
ავტობიოგრაფიაში გოდერძი ჩოხელი წერდა: "დავიბადე 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში; უფრო სწორად, ჩოხში არა. ჩოხი ითვლებოდა წმინდა ადგილად. ჩოხის წმინდა გიორგის სალოცავი არის იქ და არ შეიძლება მშობიარობა (არც ადრე შეიძლებოდა, რა თქმა უნდა). ამიტომ დედაჩემი წავიდა ზევით მთაში თავის დედმამასთან, სოფელ ბურსაჭირში, მაგრამ იქამდე ვერ მივაღწიე და გზაში გავჩნდი, გზაზე დავიბადე. შემოდგომა იყო, ციოდა. დედაჩემს მდინარის გაღმა სახლი დაუნახავს და იქ მისულა. ეს მწყემსების სახლი ყოფილა, მაგრამ არც იმათ შეუშვიათ.სახლშიც არ შეიძლებოდა მშობიარეს შესვლა. გომურში შესულა და ის ღამე იქ გაგვიტარებია... ორმოცი დღე დავრჩენილვარ ბურსაჭირში და მერე დამაბრუნეს ჩოხში. ჩოხში დავამთავრე რვა წლიანი სკოლა. პირველად ფილმი ჩოხში ვნახე, მეოთხე კლასში და იქიდან გადავწყვიტე, რომ კინოსთვის დამეკავშირებინა ჩემი ბედი. შემდეგი ორი წელი ფასანაურში ვსწავლობდი, საშუალო სკოლაში. შემდეგ ჩავაბარე შოთა რუსთავერლის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, მაგრამ გადავედი კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე,რომელიც მოგვიანებით შეიქმნა. ჩემი პირველი საკურსო ფილმი იყო "ნამეხარი მუხა". მეორე საკურსო ფილმი იყო ადგილის დედა", რომელმაც მიიღო გრანპრი .ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე. პრიზის მისაღებად არ წავსულვარ. არც ვიცოდი, ჩემი ფილმი ფესტივალზე თუ იყო გაგზავნილი. ინსტიტუტი დავამთავრე 1979 წელს და იმავე წელს მიმიღეს დამდგმელ რეჟისორად ქართულ ფილმში”. მწერლობა დავიწყე 1977 წელს. საკურსო ფილმებისთვის ვწერდი სცენარებს და შემდეგ დამიბეჭდეს, როგორც მოთხრობები. რედაქციაში რამდენიმე სცენარი დამიწუნეს და სხვა დაგვიწერეო, მეუბნებოდნენ. თურმე, თავიდანვე მოსწონებიათ და იმიტომ მაწერინებდნენ. პირველი გამოხმაურება ბატონებმანოდარ წულეისკირმა და ნიკო კეცხოველმა დამიწერეს. მერე, ჩოხელები ისეთი ჯიუტები ვართ... ჩოხელი ქვაზე შედგა და აღარ ჩამოდიოდა. ეხვეწნენ, ჩამოდი, გაცივდებიო, მაგრამ არ ჩამოვიდა. ბოლოს მართლა გაცივდა და მოკვდა... ჰოდა, მეც დღემდე ჯიუტად ვწერ... ჩემი პირველი წიგნი 1980 წელს დაიბეჭდა გამომცემლობა”`მერანში” - წერილი ნაძვებს. ჩემი პედაგოგი იყო ქალბატონი ლანა ღოღობერიძე და აღფრთოვანებული იყო ჩემი სცენარებით და მოთხრობებით. მაწერინებდა და მაწერინებდა... სადებიუტო ფილმი იყო "ბაკურხეველი ხევსური". 1982 წელს მოვიყვანე ცოლინინო მელაშვილი. მყავს ორი შვილილუკა(1983) და ნიკოლოზი (1987). ჩოხში მამა მყავს. დედა აღარ მყავს. მამა 78 წლისაა. მყავს ერთი და – ელისო, გათხოვილია სოფელ ჭართალში. სკოლის მასწავლებელია”.
მისი ლიტერატურა მცირედ, მაგრამ მაინც თარგმნილია სხვადასხვა ენებზე, შეტანილია სასწავლო პროგრამებში და ცალკე წიგნებადაც არის გამოცემული ბავშვებისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ მას სიცოცხლეში არცერთი ლიტერატურული ჯილდო არ მიუღია თავისი მრავალმხრივ საინტერესო, მაღალმხატვრული ლიტერატურული ნაწარმოებებისათვის. იგი წერდა მოთხრობებს, ნოველებს, რომანებს, ლექსებს, სცენარებს.
კინოპრიზები:      გრანპრი ფილმისათვის "აღდგომა", ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალი – 1982 . , "ვერცხლის ნიმფა" და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი ფილმისათვის "ცოდვის შვილები" მონტე-კარლოს კინოფესტივალზე – 1991 . , იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი – 1991 ., პრიზები საუკეთესო სცენარისათვის და საუკეთესო რეჟისურისათვის თბილისის "ოქროს არწივის" ფესტივალზე – 1992 ., გრან-პრი ანაპის ფესტივალზე "კინოშოკი" ფილმისათვის "სამოთხის გვრიტები" – 1997 ., პრიზი საუკეთესო სცენარისათვის ანაპის ფესტივალზე "კინოშოკი" ფილმისათვის "ლუკას სახარება" – 1998 .
გოდერძი ჩოხელი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სახელმწიფო პრემიის მფლობელი, რომელიც მას მიანიჭეს ფილმისათვის ცოდვის შვილები” – 1991 . მისი ხელოვნება, რომელიც უფროდაუფრო დიდ პოპულარობასა და ყურადღებას იმსახურებს, სიკვდილის შემდეგაც ღებულობს ჯილდოებს. 2009 წელს მას მიანიჭესწმინდა ანდრიას ჯვარი~ - ჯილდო, რომელიც ენიჭება გარდაცვლილ შემოქმედს კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული მართლმადიდებლური ღვაწლსათვის. ამ ჯილდოთია აღნიშნული ასევე რეზო თაბუკაშვილის ღვაწლიც.
 გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა 2007 წლის 16 ნოემბერს. დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს მონასტრის ეზოში.
გამოცემული წიგნები:         
"წერილი ნაძვებს" – 1980 .,
"ბინდისფერი ხეობა" – 1981 .,
"ადამიანთა სევდა" – 1984 . ,
"მგელი" – 1988 . ,
"თევზის წერილები" – 1989 . ,
"მღვდლის ცოდვა" – 1990 . ,
"შემინახე, დედაო მიწავ" – 1991 .,
"ბალახის ცხოვრება" – 1997 .
”სულეთის კიდონბანი” - 2002,. 
”მე და მე”- 2006.
”დამიბრუნეთ ჩემი ირმები” - 2009წ.
 
ნაწარმოებები:






No comments:

Post a Comment