Monday, September 12, 2011

''საბავშვო ლიტერატურის ალმანახი"


საბავშვო ლიტერატურის ალმანახი" არის პერიოდული გამოცემა, რომელიც გამოდის წელიწადში ოთხჯერ. მასში იბეჭდება სხვადასხვა ჟანრის საბავშვო ნაწარმოებები – პროზა, პოეზია, დრამატურგია, თარგმანი, საბავშვო მუსიკა, კომიქსი. გარდა ამისა, ქვეყნდება რეცენზიები საბავშვო წიგნებზე, პუბლისცისტური  და კრიტიკული წერილები საბავშვო ლიტერატურაზე.
აშუქებს თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს და საზოგადოებას აცნობს თანამედროვე საბავშვო მწერლებს, ილუსტრატორებს, მთარგმნელებს და კრიტიკოსებს. აჩვენებს როგორც ცოცხალ ლიტერატურულ პროცესს, ასევე ლიტერატურულ მემკვიდრეობას. ლიტერატურას აყენებს მოზარდთა აღზრდისა და სწორი ფორმირების სამსახურში, ავითარებს წიგნისადმი სწორ დამოკიდებულებას და კითხვის ჩვევას.
ალმანახის გამოცემის მიზანი იყო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა საბავშვო წიგნისა და მწერლისაკენ, თანამედროვე ავტორებისა და მათი ნაწარმოებების პოპულარიზაცია, საბავშვო ლიტერატურის განვითარების ტენდენციებისა და მიმდინარე ლიტერატურული პროცესების გაშუქება. წიგნისადმი დამოკიდებულების გააქტიურება, ცოცხალი ლიტერატურული პროცესის გამოცოცხლება, კითხვის ჩვევის ხელშეწყობა ახალგაზრდებში, პედაგოგებისა და მშობლების, როგორც ”შუამავალი მკითხველის” დახმარება.
პერიოდული გამოცემა გამიზნულია სკოლისა და საბავშვო ბაღების პედაგოგებისათვის და მშობლებისათვის, ვინაიდან სწორედ მათზეა დამოკიდებული, რამდენად დაუახლოვდებიან მოზარდები წიგნს და როგორ ორიენტირებს აირჩევენ ისინი მომავალში. საბავშვო ლიტერატურას ხომ აუცილებლად ესაჭიროება ”შუამავალი” პატარა მკითხველთან.
"საბავშვო ლიტერატურის ალმანახი" დაეხმარება მშობლებსა და პედაგოგებს, გაიცნონ თანამედროვე საბავშვო ავტორები, მოიძიონ მათი ნაწაროებები და მიიტანონ მათ უშუალო მკითხველამდე – ბავშვებამდე, რაც ხელს შეუწყობს მოზარდებში კითხვის ჩვევის გაუმჯობესებას, საბიბლიოთეკო სექტორის გააქტიურებასა და საბოლოოდ, წიგნიერი თაობის აღზრდას.
გამოსულია ალმანახის სამი ნომერი. დროებით მისი გამოცემა შეჩერებულია.

სარედაქციო კოლეგია:
დოდო ხიმშიაშვილი
ემზარ კვიტაიშვილი
ზაზა აბზიანიძე
თამრი ფხაკაძე
მაკა ლდოკონენი
ირმა მალაციძე
თამარ შიაშმელაშვილი
დალი მუხაძე
მარიანა ნანობაშვილი
მაია კაკაშვილი
მარინე ჭილაშვილი
მთავარი რედაქტორი:
 მარიამ წიკლაური.

No comments:

Post a Comment