Saturday, September 10, 2011

საბავშვო ლიტერატურის ქართულ-შვედური სემინარი


2009 წლის 27 ოქტომბრის ბოლოს თბილისში გაიმართა საბავშვო ლიტერატურის  ქართულ-შვედური სემინარი. მას წინ უძღოდა შვედეთის მწერალთა და ილუსტრატორთა კავშირის წარმომადგენლების მარი ოსკარსონის და ჰელენა ბერგენდალის ვიზიტი, რომლებიც საქართველოში საბავშვო ლიტერატურის სემინარსა და ერთობლივვორკშოპსგეგმავდნენ. მსგავსი პროექტი მათ  ინდოეთში განახორციელეს. ქართულ-შვედური სემინარის ჩატარება სწორედ ქართული საბავშვო წიგნის დღისათვის დაიგეგმა.
შვედეთის საბავშვო ლიტერატურის ინსტიტუტის წარმომადგენლები, საბავშვო მწერლები და ილუსტრატორები და ქართველ კოლეგებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. ორდღიანი სემინარის პროგრამა საინტერესო და დატვირთული იყო. ორივე მხარის წარმომდგენლებმა საკუთარი ქვეყნის საბავშვო ლიტერატურის ისტორიის და თანამედროვე  მიმართულებებისა და ტენდენციების წარდგინება გააკეთეს. პარალელურად ჩატარდა ძალიან მრავალფეროვანი გამოფენა შვედური და ქართული საბავშვო წიგნისა. ამ გამოფენას ისიც სძენდა განსაკუთრებულ ელფერს, რომ წელს საქართველოში პირველი ნაბეჭდი წიგნის გამოცემიდან 300 წელი შესრულდა. მათ ჩამოიტანეს ყველა ასაკისთვის გამოცემული საბავშვო წიგნი. სემინარი თბილისის თოჯინების მუზეუმში მიმდინარეობდა.
სემინარის დასასრულს შვედეთის საელჩოში მოეწყო გულთბილი მიღება სემინარის ორგანიზატორებისათვის. შემდგომ მუშაობა გაგრძელდა ბათუმში. „ვორკშოპშიქართული მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ ნანა კაციაშვილი, გვანცა ჯობავა, სანდრო ასათიანი, სოფიო კინწურაშვილი, მაკა მიქელაძე და თარჯიმანი თამუნა მაისურაძე, რომელიც მთელ სემინარს უძღვებოდა.
შვედური მხრიდანვორკშოპშიმონაწილეობდნენ ანა ჰოგლუმდი, ანდერს ვესტბერგი, ვივეკა შოგრენი, მატიას დანიელსონი, ლილიან ედვალი და კაისა გორდანი.
როგორც შვედმა კოლეგებმა აღნიშნეს, 1965 წელს განათლების სამინისტროს დაფინანსებით
 დაარსდასაბავშვო წიგნის ინსტიტუტი“, უზარმაზარი უფასო ბიბლიოთეკით. შვედები ატარებენ ძალიან მიზანმიმართულ და სწორ პოლიტიკას საკუთარი 2 მილიონი შვედი ბავშვისთვის. დაბადებისთანავე სახელმწიფოსაგან ბავშვის სახელზე გაიცემა საჩუქარი ბიბლიოთეკიდან - წიგნები. წლის განმავლობაში საბავშვო წიგნი უამრავი ფასიანი და უფასო პრიზით ჯილდოვდება, ყველაზე აქტიური რგოლია საბიბლიოთეკო სექტორი. იქაური მწერალთა და ილუსტრატორთა კავშირები უზრუნველყოფენ შემოქმედთა საავტორო უფლებების დაცვას, იურიდიულ და სოციალურ პრობლემების მოგვარებას.


რესურსები ინტერნეტში:







No comments:

Post a Comment