საბავშვო გაზეთი "ციცინათელა" გამოდის 1995 წლის აგვისტოდან. იმ დროს, როცა საქართველოში ათასი მიზეზის გამო დიდად იკლო საბავშვო ჟურნალ-გაზეთებმა და წიგნებმა, “ციცინათელას” დამფუძნებელმა და რედაქტორ-გამომცემელმა მწერალმა აკაკი ბრეგაძემ თავისი ოჯახის წევრებთან ერთად თავს იდო პატრიოტულ-შემეცნებითი საბავშვო გაზეთის გამოცემა.
“ციცინათელა” ცდილობს, ჩაუნერგოს თავის მკითხველებს სამშობლოსა და ერის სიყვარული, განუმტკიცოს ეროვნული ცნობიერება, გაუმდიდროს სკოლაში მიღებული ცოდნა. ამ მიზნით შეიქმნა მრავალი რუბრიკა: “სახელოვანი მამულიშვილები”, “ჩვენი ქალაქები და სოფლები”, “გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების ეპიზოდები”, “სამართალი ყველასათვის”, “ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები”, “თურმე”, “რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს”, “ცხოვრება მეფეთა”, “სიტყვები, ქადაგებები, წერილები”, “ისტორიის ფურცლები” და სხვა. რუბრიკაში “მოსწავლეთა შემოქმედება” იბეჭდება მოსწავლეთა ლექსები, მოთხრობები, ნახატები, კროსვორდები, ნოტები და ა. შ. წელიწადში გაზეთი გამოდის 8-ჯერ.
გაზეთში დაბეჭდილი მასალების საფუძველზე 2000 წელს შეიქმნა სერია “საკითხავი ყმაწვილთათვის”. ამ სერიით იბეჭდება კრებულები ასევე პატრიოტულ-შემეცნებითი ხასიათისა. უკვე გამოიცა 18 ტომი. მათ შორის მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის “საქართველოს დედაეკლესია”, აკადემიკოს პარმენ ზაქარაიას “ქართული ციხე-ქალაქები, ციხე-სიმაგრეები, ციხე-დარბაზები, კოშკები”. კრებულები: “ჟღერს ქვის ჰარმონია” სამ ტომად (აქ მომოხილულია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები: ეკლესიები, საერო და საფორტიფიკაციო ნაგებობები), “დასურათებული ლექსიკონი” (გვაცნობს ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში არსებულ ან უკვე გამქრალ ნივთებს), “კიდევაც დაიზრდებიან” (კრებულში დაიბეჭდა ქართული ხალხური ლექსები, ზღაპრები, გამოცანები, ენის გასატეხები, ანდაზები), “საქართველო არის ესე” (ეხება საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ-ეთნოლოგიურ მხარეებსა და კუთხეებს, ქართველი ხალხის წარმომავლობას, ქართულ დამწერლობას, მუსიკას, მითოლოგიას, კულტურას და ა.შ.). კრებულებში: “ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!” სიცოცხლეო, მამულო!”, “სამშობლო უმთავრესია” დაბეჭდილია პატრიოტული ნაწარმოებები უძველესი დროიდან დღემდე.
კრებულში “არა ოდენ ხმლით” იმ ქართველ სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწეთა, მწერალთა და მეცნიერთა წერილები, სიტყვები, გამოსვლებია, რომლებიც არა ოდენ ხმლით, არამედ კალმითა და სიტყვით იცავდნენ სამშობლოს, მთელი სიცოცხლე იღწვოდნენ მისთვის. გამოვიდა კრებული “საქართველოს ცხოველთა სამყარო”, რომელსაც მოჰყვება “საქართველოს მცენარეთა სამყარო”, “ცხოვრება ქართველ მეფეთა და ერისმთავართა”. განზრახულია სერიის ოცდაათ ტომად გამოცემა.
გამოცემული წიგნებისა და გაზეთების მასალის ავტორები არიან ჩვენი გამოჩენილი ასაკოვანი თუ ახალგაზრდა მეცნიერები, მწერლები, საზოგადო მოღვაწენი.
მისამართი: თბილისი, დიღმის მასივი, VI კვარტალი, 23ა კორპუსი, ბინა 52. ტელეფონი 52-19-15, მობილური 8 99 555575.

No comments:
Post a Comment