* 2006 წელი
პირველად აღინიშნა ქართული საბავშვო წიგნის დღე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. გაიმართა უნიკალური გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქართული საბავშვო წიგნის განვითარების გზა - პირველი ქართული საბავშვო წიგნებიდან - ელექტრონულ წიგნებამდე.გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო საბავშვო პერიოდიკა, რომელსაც ამ წელს 125 წელი შეუსრულდა პირველი ქართული საბავშვო ჯურნალის დაარსებიდან. გამოიფინა მრავალწლიანი ისტორიის მქონე და ასევე, თანამედროვე ჟურნალ-გაზეთები.
საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საგამოფენო დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი), სახალხო ბანკთან ერთად მოაწყო, თითქმის მთელი საგამომცემლო სპექტრის მონაწილეობით, საბავშვო წიგნების გამოფენა-გაყიდვა.
* 2008 წელი
ფონდის ხელმძღვანელობამ ჟურნალ "ჯეჯილთან"ერთად ეს დღე წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში აღნიშნა, სადაც მიწვეული იყვნენ მწერლები დოდო ხიმშიაშვილი, ოტია იოსელიანი, მარიამ წიკლაური და ირმა მალაციძე, ჟურნალ "ჯეჯილის"რედაქტორი ტრისტან ჩიხლაძე.
* 2009 წელი
საბავშვო წიგნის დღეს თბილისში ჩატარდა შვედურ-ქართული საბავშვო ლიტერატურის სემინარი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი და შვედი საბავშვო მწერლები და ილუსტრატორები.
რესურსები ინტერნეტში:
No comments:
Post a Comment