Thursday, September 8, 2011

ჭაბუა ამირეჯიბი


 






























 ჭაბუა (მზეჭაბუკ) ირაკლის ძე ამირეჯიბი - ცნობილი ქართველი მწერალი,  დაიბადა თბილისში 1921 წლის 18 ნოემბერს. დედამარიამ მიხეილის ასული ნაკაშიძე, ქალთა უმაღლეს კურსებდამთავრებული პედაგოგიპირდაპირი შთამომავალი იყო აფხაზეთის, სამეგრელოს და გურიის მთავრებისა: შერვაშიძეებისა, დადიანებისა, გურიელებისა და ასევემიქელაძეებისა და ნაკაშიძეებისა.
მამაირაკლი გიორგის ძე ამირეჯიბიცნობილი ადვოკატიჩამომავალი ამირეჯიბებისა, მაღალაშვილებისა, ქარუმიძეებისა, ფავლენიშვილებისა, ჯოხთაბერიძეებისა.
თავად მწერალი ასე წერსავტოინტერვიუში”: “მამაჩემის თავადურ წარმოშობაზე თავად გვარიამირეჯიბი მიუთითებს. ეს საუკუნეების მანძილზე გვარად ქცეული მეფის სასახლის თანამდებობაა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის უფროსს რომ შეესატყვისება. თანამდებობა საგვარეულო იყო, მემკვიდრეობით გადაეცემოდა და ყოველი ოჯახი, რომელიც ამ გვარს ატარებდა, პირდაპირ მეტოქეობდა, რათა თავისი ოჯახიდან მოემზადებინა კანდიდატი. ულმობელი კონკურენცია იყო, ამიტომ ყველა კანდიდატი ღირსეულ განათლებას იღებდა როგორც საქართველოში, ასევე ბიზანტიაშიაქედან მოდის გვარის წარმომადგენელთა ტრადიციული განათლებულობა. ბოლო ასი წლის მანძილზე ერთადერთიხეპრეგვარშითქვენი მონა-მორჩილია: ლიტერატურული ფაკულტეტის სამი კურსი მაქვს დამთავრებული. მესამე კურსზე უკვე მწერალთა კავშირის წევრი ვიყავი, ვიბეჭდებოდი და სწავლა მივატოვე”.
თბილისის 46- არასრული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჭაბუა შევიდა ამიერკავკასიის ელექტროტექნიკუმის რადიო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1938 წელს, III რანგის სამხედრო რადიოტექნიკოსის წოდებით. 1939 წელს ჩაირიცხა თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ გადავიდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
1941 წლის 23 ივნისს, ომის დაწყებიდან მეორე დღეს, პირდაპირ კალათბურთის მოედნიდან წაიყვანეს ჯარში. ჯერ ამიერკავკასიის სამხედრო-საჰაერო ძალების 203- ცალკე ასეულის რადისტ-ტელეგრაფისტია, შემდეგ კი გროზნოს აეროდრომის 26- ავიადივიზიის რადიოსადგურის უფროსი. ჩრდილოკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის დერეფანში შორეული ნათესავი ნახა, ჩრდილო კავკასიის ფრონტის ფინანსური სამმართველოს უფროსი, რომელიც საინტენდანტო სამსახურში გადაისვრის, ტრანსპორტში. იმ დროს სპარსეთის ყურედან ირანის გავლით ამიერკავკასიაში მოკავშირეთა სამხედრო დახმარება იგზავნებაავტომანქანები, შეიარაღება, ამუნიცია და 1903 წლის ქვასავით მაგარი, თეთრი ლობიოც კი. ერთი ასეთი კოლონის მეთაურის მოადგილე ხდება.
ამ დროისათვის ჭაბუა ამირეჯიბის დედ-მამა და ახლო ნათესავები რეპრესირებულები იყვნენ: მამა დახვრიტეს, დედა გადაასახლეს (დაბრუნდა 1942 წელს). მისი ბიძა შალვა ამირეჯიბი - ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, 1924 წლის აჯანყების პარიტეტული კომიტეტის წევრი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოადგილე პოლიტიკურ დარგში - ემიგრაციაშია. ყოველივე ამის გამო . ამირეჯიბი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს, როგორცარასწორად გაწვეული”.
თბილისში დაბრუნებულმა სწავლა განაგრძო თსუ-ში. იყო არალეგალური ანტისაბჭოთა ორგანიზაციათეთრი გიორგისერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი, 1943 წელს იგი დააპატიმრეს შეიარაღებული აჯანყების მზადების ბრალდებით და მიუსაჯეს 25 წლის პატიმრობა. მალე სასჯელი შეუცვალეს დახვრეტით. სიკვდილმისჯილთა საკანში იჯდა სამთვენახევარი, შემდეგ კვლავ შეუცვალეს განაჩენი 25 წლის პატიმრობით.
პატიმრობის მანძილზე სამჯერ გაიქცა. დახვრეტა მეორედაც მიუსაჯეს, რაც შემდგომ შეცვალეს და ახალი ვადა დაუმატეს. საერთო ჯამში, მას 83 წელი ჰქონდა მისჯილი. პატიმრობის დროს მონაწილეობდა ყარაგანდისა და ტაიმირის პოლიტპატიმართა აჯანყებებში, იყო ამ აჯანყებათა ორგკომიტეტის წევრი.
პატიმრობის 16 წელი გაატარა ყარაგანდის, კოლიმის, მორდოვეთის, ტაიმირის ნახევარკუნძულის, აღმოსავლეთ ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის ბანაკებში. იყო ტყის მჭრელი, ჩრ. ოსეთის სატყეო კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი (1945-47), ბელორუსიის სატყეო მრეწველობის სამინისტროს ტყის გადამამუშავებელი კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი (1947-50).
ჭაბუა ამირეჯიბი 1959 წლის დეკემბერში დაბრუნდა გადასახლებიდან.
ოჯახში არცთუ სახარბიელო ვითარება დახვდა: მამა ხომ 38-ში დაუხვრიტეს, დედას ათი წლის პატიმრობა მოუხდია სხვადასხვა ბანაკებში და დაბრუნებულა. მისი უმცროსი და, ნათია ამირეჯიბი დეიდებთან იზრდება. უფროსი და, როდამი მოსკოვში ცხოვრობს, ჩინებული პოეტის, მიხაილ სვეტლოვის ცოლია, ხოლო მისი სიკვდილის შემდგომბრწყინვალე ფიზიკოსის, ბრუნო პონტეკორვოს მეუღლე. სწორედ ამ პერიოდის შესახებ შექმნის აგრეთვე კატორღელი და შესაშური ერუდიციის კრიტიკოსი, ოტია პაჭკორია თავის მშვენიერ ლიტერატურულ პორტრეტსჭაბუა და ბრუნო”. ქალბატონი როდამი მეორე ქმრის სიკვდილის შემდეგ თბილისში ბრუნდება, სადაც 77 წლისა განისვენებს კიდეც და დაუტოვებს ხსოვნას აღსრულებული ნათესაური ვალისას, რადგან დედამისსაც და ჭაბუასაც პატრონობდა პატიმართა ბანაკებში და მარტოდდარჩენილ უმცორს დას, ნათიასაც უვლიდა
1970-74 წლებში საქართველო-აშშ ერთობლივი საწარმოსამსაქფილმისდამაარსებელი და დირექტორი; ალმანახკინოსდამაარსებელი და რედაქტორი, საქართველოს სახკინოს სარეკლამო-საინფორმაციო ბიუროს დამაარსებელი და დირექტორი (1969-72), კინოსტუდიაქართული ფილმისმეორე გაერთიანების დირექტორი (1972-76), კონოსტუდიამემატიანესდირექტორი (1983-89), საქართველოს სახელმწიფო საბჭოს, შემდეგ პარლამენტის წევრი (1991-95), საქართველოს თავდაცვის ფონდის თავმჯდომარე (1992-95), ქართულ სულიერ ფასეულობათა დაცვის ასოციაციაივერიისდა გაზეთახალი ივერიისერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე (1999). ჭაბუა ამირეჯიბმა სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო 1960 წელს, როცა ჟურნალმნათობშიგამოაქვეყნა მოთხრობარატომ არ დამაცადე”. იგი ავტორია მოთხრობების კრებულებისაგზა”, “ძია შოთას ბადია”, “არაკების კრებული”, “თაფლის წვეთი”, არის მრვალი პუბლიცისტური წერილის, სცენარებისა და სტატიების ავტორი.
1972 წელს ჟურნალცისკარშიდაიწყო . ამირეჯიბის პირველი რომანისდათა თუთაშხიასბეჭვდა. იგი ითარგმნა მსოფლიოს მრვალ ენაზე. რომანი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად წარადგინეს 1977 წელს, მაგრამ მაშინ ეს პრემია მწერალს არ მიენიჭა. 1978 წელს ავტორისვე სცენარით (. ლორთქიფანიძე და . გაბესკერია) გადაიღეს მრავალსერიანი მხატვრული ფილმი. 1981 წელს . ამირეჯიბს, როგორც სცენარის ავტორს, ფილმდათა თუთაშხიასდამდგმელ კოლექტივთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია კინემატოგრაფიის დარგში. ამავე წელს . ამირეჯიბს მიენიჭა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.
1995 წელს გამოაქვეყნა რომანიგორა მბორგალი”. არის ჟურნალზნამიას” (რომანისათვისგორა მბორგალი”), რუსეთის უცხოური ლიტერატურის ბიბლიოთეკის პრემიისნაწარმოებისათვის, რომელიც აახლოებს ხალხებს” (1996), “თბილისის გაზაფხულისდიდი პრიზის (1997) ლაურეატი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1985), ღირსების ორდენის კავალერი (1995), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი პუბლიცისტიკის დარგში (1999). არის საქართველოს მწერალთა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი (1965), მსოფლიოს წამყვანინტელექტუალთა საზოგადოებისერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი (1998). მისი ბიოგრაფია შეტანილია კემბრიჯის (IB, 1997) და აშშ (ABI, 1998) ბიოგრაფიულ ცნობარებში.
1994 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
2001 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, 2002 წელს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი.
ყავს ექვსი შვილი, რაღა დასამალია და, სხვადასხვა ცოლებისგან. მიაჩნია, რომ ეს ბანაკებსა და თავისუფლებას შორის მიმოქცევის შედეგია, მაგრამ ღმერთმა იმით დააჯილდოვა, რომ, უკვე მეოთხე ათეული წელია, როგორც თავად ამბობს, ნამდვილ მეუღლესთან, პოეტ თამარ ჯავახიშვილთან ერთად ცხოვრობს სრულ თანხმობაში.
უფროსი ქალიშვილი მანანა ამირეჯიბი, პირველი გაქცევის ნაყოფი, მამის კვალზე წავამოთხრობებს წერს, იბეჭდება და მკითხველიც იცნობს. მომდევნო ქალიშვილი, მეორე გაქცევის ნაყოფი, დედისა და პაპის კვალზე წავაიურისტი გახდება, მერე კი რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელია.
შემდეგ თავისუფლებაში გაჩენილი შვილები მოდიან, ოთხი ბიჭი.
უფროსი, ირაკლი ამირეჯიბი აფხაზეთის ომში იბრძვის, სადაც გმირულად დაიღუპებაერთ ჟურნალისტს აეფარება წინ, გადაარჩენსრისთვისაც ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭება სიკვდილის შემდეგ.
მომდევნო, ლაშა მოქანდაკეა. ისიც აფხაზეთშია ნაომარი.
მესამე, ქურციკიკინორეჟოსორ-ოპერატორია, ესეც ომის მოინაწილეა და მამამისზე გადაღებული საინტერესო დოკუმენტური ფილმისმარბენალი”-ის ავტორი.
მეოთხეს ბიოლოგიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებულიისიც ნაომარია აფხაზეთში.
ჰყავს ხუთი შვილიშვილი, სამი შვილთაშვილი.
წერს საბავშვო ზღაპრებს,იგავებს და წიგნადაც აქვს გამოცემული.

No comments:

Post a Comment