Thursday, September 8, 2011

ირაკლი აბაშიძე

1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალ "ჩვენი თაობის" და "მნათობის" რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი (1939-1944), პირველი მდივანი, შემდეგ თავმჯდომარე (1953-1967). აბაშიძის ლექსები 1928 წლიდან იბეჭდება. ლექსთა პირველ კრებულებში ("რამდენიმე ლექსი", 1932; "ახალი ლექსები", 1938; "ლექსები", 1941) ასახულია საბჭოთა ადამიანის შრომითი გმირობა, ახალი ცხოვრების რომანტიკა, პოემა "წულუკიძის სიკვდილში" (1940) - ქართველი ხალხის რევოლუციური ტრადიციები. სამამულო ომის პერიოდის საბჭოთა პატრიოტული ლირიკის აღიარებული ნიმეშებია "კაპიტანი ბუხაიძე", "ლესელიძის ხსოვნას" და სხვა. 1957-1959 და 1969 შექმნილი ლექსების ციკლი "მიახლოება" პოეტის მაღალ მოქალაქეობრივ მოვალეობას ეძღვნება. 50-60-იან წლებში აბაშიძემ ინდოეთში იმოგზაურა, 1960 მონაწილეობდა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიაციაში. ამ მოგზაურობათა შემოქმედებითი შედეგი იყო ლექსების წიგნი "რუსთველის ნაკვალევზე", რომელიც აერთიანებს ციკლებს "მწველ ინდოეთში" (1959; წიგნთან "ინდოეთის გზებზე" ერთად მიენიჭა . ნერუს სახელობის პრემია, 1972) და "პალესტინა, პალესტინა" (რუსთაველის სახელობის პრემია, 1966). იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრით გაერთიანებულ ამ ლექსებში გაცოცხლებულია რუსთაველის სახე, თავისი ქვეყნისა და დროის ჭირ-ვარამს ზიარებული მგოსნის სულიერი სამყარო. გენიოსი პოეტის ბედი აქ სიმბოლურად ეხმაურება ქართველი ხალხის ისტორიულ ბედს.
აბაშიძე არის აგრეთვე რამდენიმე ლირიკული ციკლის ("ჰყვავის გურია", "სიმღერა მკის დროს", 1950; "მონადირის ღამეები", 1948 და სხვა), საბავშვო ლექსებისა და პოემების ("რას გადაურჩა თბილისი", 1955 და სხვა) ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების ავტორი. თარგმნილი აქვს . პუშკინის, . მიცკევიჩის, . ვაზოვის, . ბოტევის, . მაიაკოვსკის, . ჩუკოვსკის და სხვა ნაწარმოებები. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე.
აბაშიძე იყო IV-VII მოწვევათა დეპუტატი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), საქართველოს სსრ VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1970), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე (1963-იდან), ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი (1966-იდან), სკკპ წევრი 1939 წლიდან. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშისა და "საპატიო ნიშნის" ორდენებით, მედლებით.
ერლომ ახვლედიანი მწერალი, კონოდრამატურგი. დაიბადა თბილისში 1933 წლის 23 ნოემბერს. დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი (1957), უმაღლესი სასცენარო კურსები (მოსკოვი, 1964). იყო კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ინსპექტორი (1959-60), საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის მხატვრული ტელეფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1967-68), "ქართულ ფილმთან" არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი (1971-72), სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1979-87), თსთი სასცენარო ჯგუფის პედაგოგ-ხელმძღვანელი (1982-87, 1995-99) არის ავტორი წიგნებისა "ზარმაცი თაგუნას ამბავი "ვანო და ნიკო" თარგმნილია და გამოქვეყნებულია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ, უნგრულ და არაბულ ენებზე) არის სსრკ პრემიების ლაურიატი.
სცენარის ავტორია ფილმებისა:
1. სულელი ბროწეულის ხე ( 1999);
2. ერთაწმინდა ( 1994);
3. ნოე; ( 1991);
4. ეი, მაესტრო ! ( 1987);
5. ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა ( 1984);
6. ქართლოსიანთა საკურთხეველი ( 1982);
7. ცხელი ზაფხულის სამი დღე ( 1981);
8. ძნელი დასაწყისი ( 1981);
9. გზა შინისაკენ ( 1981);
10.არასერიოზული   კაცი   (1980)
11.
რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე ( 1978);
12. ბათა ქექია ( 1978);
13. ამაღლება ( 1977);
14. ივანე კოტორაშვილის ამბავი ( 1974);
15. საერთო კედელი ( 1972);
16. ფიროსმანი ( 1969);
17. უსახელო უფლისციხელი ( 1968);
18. აპრილი ( 1962).
გადაღებულია ფილმებში: დაბრუნება (1990); სუვენირი(1986); თეთრი ღამე - (1984) ცხელი ზაფხულის სამი დღე (რამაზი) - (1981).

No comments:

Post a Comment