(”ნაკადული”)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს საბავშვო ლიერატურის განვითარების ფონდის, სახალხო ბანკისა და საპატიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) აღინიშნა “ქართული საბავშვო წიგნის დღე".
გასულ წელს საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის თაოსნობით 27 ოქტომბერი (იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე) ქართული საბავშვო წიგნის დღედ გამოცხადდა.
წელს ეს თარიღი წმ. სამების საკათედრო ტაძარში, ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზში აღინიშნა.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ გამომცემლობები, რომლებიც თავის პროდუქციას სთავაზობდნენ მკითხველს.
გარდა ამისა, გაიმართა “საბავშვო ლიტერატურის ალმანახის”მესამე ნომრის პრეზენტაცია, რომელიც გამოდის სახალხო ბანკის ფინანსური მხარდაჭრით.
დამსწრეთ მიესალმა და დალოცა ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი, საპატრიაროსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე სტეფანე (კალაიჯიშვილი).
საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის ხელმძვანელი, ირმა მალაციძე:
“ჩვენი ფონდის მთავარ მიზანს სწორედ ქართველი საბავშვო ავტორების წარმოჩინება, მათი ხელშეწყობა და პოპულარიზაცია წარმოადგენს. “ქართული საბავშვო წიგნის დღის დაარსებით ”ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცადეთ საზოგადოების ყურადღება საბავშვო წიგნისა და მწერლისაკენ მიგვეპყრო. კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოზარდის აღზრდის საკითხში მხატვრული ლიტერატურის, განსაკუთრებით კი - მშობლიურ ენაზე შექმნილი ლიტერატურის მიწოდებას”.
აქვე გაიმართა “საბავშვო ლიტერატურის ალმანახის”მესამე ნომრის პრეზენტაცია, რომელსაც საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი გამოსცემს სახალხო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
მარიამ წიკლაური, “საბავშვო ლიტერატურის ალმანახის”მთავარი რედაქტორი: ალმანახი ჟანრობრივად ძალიან მრავალფეროვანია. მასში მკითხველს ვთავაზობთ საბავშვო პროზას, პოეზიას, დრამატურგიას, მუსიკას, კომქსს, გამოცანებსა და ენის გასატეხს, ფოლკლორულ ნაწარმოებებს, ინტერვიუებს საბავშვო მწერლებთან და ბავშვისა დაწიგნის სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებულ სტატიებს”.
სტუმრებს მიესალმენ და საბავშვო ლიტერატურის პრობლემებზე ისაუბრეს საბავშვო მწერალმა დოდო ხიმშიაშვილმა, გამომცემლობა “დილის” ხელმძღვანელმა, დოდო წივწივაძემ, გოგებაშვილის საზოგადოების თანათავმჯდომარემ გიორგი გოგოლაშვილმა, რომელმაც საზოგადოებას აუწყა ახლად ჩამოყალიბებული “იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების” შესახებ და მისი გეგმების შესახებ;
მოეწყო ქართული საბავშვო წიგნების გამოფენა გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ გაზეთ მრევლის გამომცემლობა “დედაენა”, გამომცემლობები “ელფი”, “დიოგენე”“დილა”, “პალიტრა L”, “ანბანი” “ხარება” ჟურნალი “ჯეჯილი”, “ნაკადული”, “ქართული ბიოგრაფიული ცენტრი”, წიგნის სააგენტო “Bოოკინგ”.
ხალხური სიმღერები საერო საგალობლები შეასრულა ქალთა ფოლკლორულმა ანსამბლებმა “ნანინა”(ხელ-ლი თეა კასაბური) და “ძველი უბანი”(ხელმძღვანელი ვიქტორია სამსონაძე). საბავშვო სტუდიამ “მზე შინა”ბავშვებს შესთავაზა ქართული ხალხური თამაშობები;
No comments:
Post a Comment