გივი ჭიჭინაძე, პოეტი, შიო მღვიმელის პრემიის ლაურეატი, დაიბადა 1934 წლის 12 აგვისტოს ქალაქ თბილისში. დედა,ნათელა მგალობლიშვილი, პროფესიით ფსიქოლოგი იყო.
მამა - ლევან ჭიჭინაძე, ეკონომისტი. გივის დედა, ნათელა ბუნებით ლაღი, მხიარული და იუმორის მოყვარე იყო.უყვარდა ნათესაობა და ხშირად სტუმრობდა მათ. მამა - სიტყვამწირი და ქილიკი... წერდა პასკვილებს, შესანიშნავად ხატავდა და მღეროდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ობლების აღზრდა ბებია მარიამმა იკისრა. დედის მამა, ტარასი მგალობლიშვილი კომუნისტი იყო. მამის მამა - გრიგოლ ჭიჭინაძე 1924 წელს ვაგონებში რომ თავადაზნაურობა ,,ვითომდა ხალხის მოღალატენი“ დახვრიტეს, მათ შორის მოხვდა. გივი ჭიჭინაძესოფელქორეთის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1953 წელს ჩაირიცხა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1957 წელს და მუშაობა დაიწყო სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის თეატრში.1960 წელს კი გადმოიყვანეს თბილისში, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.
მან იქორწინა სვეტლანაკრავჩუკზე.შეეძინათ სამი შვილი: ერთი ვაჟი და ორი ქალი. მარიამი, ლევანი და ანა.უფროსი ქალიშვილი - მარიამ ჭიჭინაძეშ. რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია, ჰყავს მეუღლე, გიორგიხაინდრავა და ქალ-ვაჟი,ლევან ჭიჭინაძე- მხატვარი, ჰყავს მეუღლე, მსახიობი ნინო გომართელი და 12 წლის ქალიშვილი. უმცროსი ქალიშვილი - ანა ჭიჭინაძეინგლისური ენის სპეციალისტია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. გივი ჭიჭინაძე სამსახიობო მოღვაწეობასთან ერთად ნახევარი საუკუნე ემსახურებოდა მწერლობის ისეთ ურთულეს და უფაქიზეს ჟანრს, როგორიცაა საყმაწვილო ლიტერატურა. იგი ლექსებს ბავშვობიდან წერდა, მაგრამ მისი პოეტური ნათლობა 1955 წელს შედგა, როცა გამოქვეყნდა მისი პირველი საბავშვო ლექსების კრებული.
იგი უაღრესად ნაყოფიერად მოღვაწეობდაქართულ თეატრსა და კინემატოგრაფიაში. გივი ჭიჭინაძე იყო კულტურის დარგის მრავალმხრივი მოღვაწე და ყოველთვის აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრობით ცხოვრობდა. არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის საბავშვო ლიტერატურის სექციის ბიუროს წევრად, საბავშვო თეატრების სამხატვრო კოლეგიის წევრად.
გივი ჭიჭინაძის ღვაწლი ღირსეულადდაფასდა. მას მინიჭებული ჰქონდა შიო-მღვიმელისა და საქართველოს კომკავშირის სახელობითი პრემიები, საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება, დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.
მისი ლექსები თარგმინია რუსულ, უკრაინულ, ესტონურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ქართველმა ბავშვებმა გულით შეიყვარეს მისი პოემებისა და ლექსების კრებული: ,,წია-წია პაწია“, ,,წყაროსთვალი“, ,,დათუნია-დრუნჩა“, ,,ია, მზე და იამზე“, ,, თაგვმა კატა დაიჭირა“, ,,ვინ დახატავს ცხრათვალა მზეს“,,,ყველაზე, ლამაზი“,,,რა ახარებთ პინგვინებს“, ,,ოქროყანა-მზისყანა“.
გივი ჭიჭინაძეს გამოქვეყნებული აქვს ლირიკული ლექსების ორი კრებული: ,,გამოღვიძება“ და ,, ნოემბრის ქარი“. ხოლო სიკვდილის შემდეგ გამოიცა მისი ლირიკული წიგნი “ქაღალდის ყვავილი”.
მისი პიესები: ,,უცნაური ბიჭი“, ,,საბედისწერო ოპერაცია“,უკანასკნელად კივის მატარებელი“, ,,იისფერა“ ,,არა შეჯდა მწყერი ხესა“, ჯადოსნური ბურთი“, წარმატებით იდგმებოდა სხვადასხვა თეატრის სცენაზე.
სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის თეატრის სცენაზე მან განასახიერა როლები: ოპტიმისტენკო - მაიაკოვსკის ,,აბანო“,ბობჩინსკი - ნ. გოგოლის, ,,რევიზორი“ ჯეკობს უმცროსი,ი. ილფისა და პეტროვის ,,მშვიდობის კუნძული“.
რუსთაველის სახელობის სცენაზე მან განასახიერა შემდეგი როლები: ივანიკა - გ.ნახუცრიშვილის ,,ფიროსმანი“, ივლიანე - გ.ხუხაშვილის ,,ზღვის შვილები“, ნიკოლ - ჟ. მოლიერის ,,გააზნაურებული მდაბიო“, ვანგი -ბ.ბრეხტის ,,სეჩუანელი კეთილი ადამიანი“, გენერალი ბერდოსანი - შ. დადიანის ,,გუშინდელნი“,რწმუნებული - პ. კაკაბაძის,,ყვარყვარე“,ქიმიის მასწავლებელი - ნ. დუმბაძის ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ,ლეონტი - ა. ჩხაიძის ,,სამიდან ექვსამდე“, გ. ნახუცრიშვილის ,,სალამურა“- კინა-ლოკო.
გივი ჭიჭინაძე გარდაიცვალა 1999 წლის 13 ნოემბერს.
დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში:
No comments:
Post a Comment