Tuesday, September 13, 2011

ქეთევან ჭილაშვილი


დაიბადა 1921 წლის 26 მარტს, თბილისში, მოსამსახურის ოჯახში, 1938 წელს დაამთავრა თბილისის მე-18 შრომის სკოლა და სწავლა გააგრძელა სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც 1942 წელს დაამთავრა.
1951 წელს დაიბეჭდა მისი პირველი მოთხრობა "და-ძმა" ჟურნალ "დილაში". პირველი წიგნი “პატარა მეგობრებს” გამოიცა 1953 წელს (საბლიტგამი). მას მერე ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას. თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალ-გაზეთებში. გამოცემული აქვს ოცზე მეტი საბავშვო მოთხრობებისა და ზღაპრების კრებული. “ნაკადულმა” გამოსცა: ”მარცვალა და ხარსთვალა”, “დიდი ხუთიანი”, “სკოლის ჭიშკართან”, “ეკიპაჟი კისკისა”, “გზა მშვიდობისა” და სხვა. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც: თარგმნა ვიეტნამური მოთხრობები “სანუს ტყე”, “წინანდლის მფლობელი”, (რუსულიდან), უკრაინული ზღაპრები, აზერბაიჯანელი ავტორების მოთხრობები და სხვა. ჩემი პიესები იდგმებოდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში: “აცა და ბაცა”, “იავნანამ რა ჰქმნა”(ი.გოგებაშვილის მიხედვით).
წლების განმავლობაში იყო მწერალთა კავშირის საბავშვო სექციის თავმჯდომარე, კონსულტანტი.
1945 წელს დაოჯახდა. მეუღლე ვახტანგ ჭილაშვილი, პროფესიით ვეტექიმი იყო. შეეძინათ ორი ქალიშვილი: მარინე და დარეჯანი. ჰყავს ერთ შვილიშვილი, ვატო ჭილაშვილი.
 
 
          ნაწარმოებები>>
 
 

No comments:

Post a Comment