ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) დაიბადა 1861წლის 14 ივლისს,ძვ. სტილით, ფშავში, სოფელ ჩარგალში.
ერთი გადმოცემის თანახმად, ვაჟას შორეული წინაპრები მოხევეები ყოფილან, სოფელ სნოდან. რაზიკაშვილთა წინაპარი ხევსური ყოფილა, გოგოჭური. თვით ვაჟა ამას სიამაყით აცხადებდა და ფსევდონიმადაც წერდა ,,ჟულაკა გოგოჭურს.“
ვაჟას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყოლია: გიორგი, მართა, ნიკო (ბაჩანა), თედო და ალექსანდრე (სანდრო). შემდგომში ბაჩანა და თედო ცნობილ მწერლებად მოგვევლინებიან ჩვენს ლიტერატურაში.
ვაჟას მამა იშვიათი ნიჭის პატრონი, მჭევრმეტყველი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი კაცი ყოფილა, ბავშვებსაც რომ აყვარებდა წიგნებს, სიტყვიერებას, გარჯას.
დედა, – ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილი საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა. დედის წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად, ისე რომ ყველას უკვირდა, ერთი ადამიანი როგორ ახრეხებდა ამდენი ლექსის დამახსოვრებას. ვაჟა-ფშაველა ასე წერდა: "მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით. დედაჩემი იყო ივრელი ქალი, სოფელ სხლოვნიდან, ფხიკლიანთ გვარისა… სათემო გვარი ფხიკლეშვილებისა არის გაბიდოური. ღვიძლი ბიძა დედაჩემისა - პარასკევა, პირველი მოლექსე იყო ფშავში. საუბედუროდ, წერა-კითხვა სრულიად არ სცოდნია… წერა-კითხვა არც დედაჩემმა იცოდა, თუმც ბუნებით იყო ფრიად ნიჭიერი, შესანიშნავი მეოჯახე და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობლის დამხმარე".…არსებობს დედის მონათხრობიც იმის შესახებ, როგორ იხილა მან ცისა და მიწის შუა გაბმულ ოქროს შიბებზე მავალი ანგელოსები ვაჟას დაბადებამდე.
რვა წლის ლუკა თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს.
თელავის სასწავლებელში მიღებული ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდა და 1877 წელს შევიდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, რომელიც 1879 წელს დაამთავრა.
1879 წელის სექტემბერს ვაჟა შედის გორის საოსტატო სემინარიაში. არც თუ დიდი წარმატებით აბარებს გამოცდებს, მაგრამ შემდეგ დიდი მონდომებით ეკიდება სწავლას.
ლუკა „კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების” სტიპენდიანტი იყო. ამ საზოგადოების ინტერესების დასაცავად უკვე მოწიფულ პოეტს საინტერესო წერილიც აქვს დაბეჭდილი („ერთი კვირა ხევსურეთში” 1892 წ.), თუმცა დედაენის სწავლისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს კიდეც მას. მაშინდელ სემინარიაშიც იყვნენ პროგრესულად მოაზროვნე პედაგოგები, რომლებიც ვაჟას მფარველობდნენ. ცნობილი მოღვაწე მიშო ყიფიანი და სემინარიის დირექტორი სემიონოვი განსაკუთრებით აფასებდნენ მომავალი პოეტის ნიჭს; ვაჟას ლექსებს, მთელ მის საქმიანობას თვალს ადევნებენ ცნობილი მოღვაწეები და მწერლები: ანტონ ფურცელაძე, სერგეი მესხი და სოფრომ მგალობლიშვილი. ისინი აქებენ და ლიტერატურული შრომისათვის აქეზებენ. ყოველივე ეს ვაჟას შემოქმედებითი ნაყოფიერების სტიმულადაც იქცევა: თარგმნის რუს მწერალთა ნაწარმოებებს, კითხულობს რეფერატებს დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ნ. ბარათაშვილის, ა. კოლცოვის, ნ. ნეკრასოვის, ი. დავითაშვილის შესახებ. ბეჭდავს კორესპოდენციებს და ლექსებს გაზეთ „დროებასა” და ჟურნალ „იმედში” …
სემინარია 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. 1882 წელს ვაჟა გაანაწილეს სკოლის მასწავლებლად სოფ. ტოლათსოფელში.
1883 წლის აგვისტოში, 22 წლის ლუკა რაზიკაშვილი სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა და შედის თავისუფალ მსმენელად უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. დიდი მეცნიერისა და მამულიშვილის ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებით, პეტერბურგში ვაჟა „ესწრებოდა ქართველი სტუდენტების სხდომებს სათვისტომოს საკითხების შესახებ. ფშავ-ხევსურეთის სახალხო პოეზიიდან აუარებელი ლექსები იცოდა ზეპირად … და ყველანი განცვიფრებულნი ვიყავით, როგორ შეეძლო ამდენი ლექსების ზეპირად დამახსოვრება”.
თუმცა ხელმოკლეობის გამო ერთ წელიწადში კვლავ საქართველოში დაბრუნდა. მაინც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პეტერბურგში გატარებული ერთი წელიწადი; იქ ყოფნას უკავშირდება მისი ფსევდონიმიც – ვაჟა-ფშაველა. მანამდე კი მისი ფსევდონიმები იყო: „ლ. რაზ–ვი“, „ლ. კათაკმეველი“, „მგელია ხინკალჭამიაშვილი“ და ა. შ. ფსევდონიმი – ვაჟა-ფშაველა მისმა თუშმა მეგობარმა, დიმიტრი ცისკარიშვილმა შეარქვა.
1884 წლის შემოდგომაზე წიგნებით, ლექციების ჩანაწერებით, „სტუდენტთა კასის” ვალით (რადგან გამოსამგზავრებელი ფული არ ჰქონდა), მშობლიურ ჩარგალში ბრუნდება. ამ დროიდან იწყება მისი მშფოთვარე, მძიმე ყოფითი საზრუნავითა და მძაფრი სულიერი ჭიდილით სავსე ცხოვრება. მას ბედმა ერთობ შებოჭილი და მძიმე ცხოვრება არგუნა. საარსებო სასუალებათა ძიების აუცილებლობამ სოფელ ოთარაშენში თავად ამილახვრის ოჯახში მიიყვანა და ერთხანს აკისრებინა კერძო რეპეტიტორის მძიმე და უმადური მოვალეობა. 1886 წლის გაზაფხულზე, თავად ამილახვრის ოჯახში ვაჟა-ფშაველას იმავე ოჯახში აღზრდილი თავადის უკანონო შვილი, ძალიან ლამაზი და მაღალი სულიერი თვისებებით გამორჩეული, იმხანად დაქვრივებული ეკატერინე (კეკე) ნებიერიძე შეჰყვარებია და ცოლადაც შეურთავს. თავისებური იყო ვაჟას დაქორწინების ფაქტი. ვაჟა იღებს გადაწყვეტილებას და მის ურყეობაში დარწმუნებული ატყობინებს მამას და ძმებს, დახვდნენ მცხეთაში. არ მისდევს ტრადიციას, სიმშვიდის, ურთიერთგაგებისა და სიყვარულის ატმოსფერო სუფევდა ახალ ოჯახში. ეს ხანა არაჩვეულებრივი ნაყოფიერებით გამოირჩევა ვაჟას შემოქმედებაში.
1886 წლის 17 ოქტომბერს ვაჟა სოფელ დიდ-თონეთში იწყებს მასწავლებლობას. ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებასთან არსებულ სკოლაში თვეში ოცდახუთ მანეთად ( ე. ი. წლიურად 300 მანეთად) ცხოვრობს აქ უკვე ცნობილი შედევრების ავტორი, ნივთიერ სივიწროვეში; ამაყი და სიმართლის მაძიებელი ვაჟა ვერ ურიგდება უსამართლობას, წვრილმანობას, სიტყვით და ძალით უპირისპირდება ადგილობრივ „ბობოლებს” , სოფლის მამასახლისს და მის დამქაშებს. იწყება განუწყვეტელი ცილისმწამებლური საჩივრები ვაჟაზე: ვაჟას შესამოწმებლად ერთმანეთს ცვლიან რევიზორები და „კომისრები” . ალალმართალ ვაჟას, ქართველების სათაყვანებელ ნიჭიერ პოეტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების სხდომებზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი თავმჯდომარეობდნენ, უწევს ახსნა-განმარტებითი ბარათების წარდგენა. ჩვენი დიდი მოღვაწეებიც ხედავენ ვაჟას სიმართლეს, მაგრამ უფრთხილდებიან მის არსებობას, ეშინიათ, რაიმე არ შეემთხვეს დიდი მომავლის მქონე პოეტს და 1887 წლის 11 ივნისს გამგეობას გამოაქვს დადგენილება ვაჟას თონეთის სკოლის მასწავლებლობიდან გათავისუფლების შესახებ.
რასაკვირველია, სულიერად ეს იყო დიდი ტრავმა უსამართლოდ დაჩაგრული პოეტისათვის, რომელსაც მთელი სოფელი პატივს სცემს და ხელმოწერითაც დოკუმენტურად ადასტურებს მასთან თანადგომას. ამდენ გაჭირვებასა და წუხილში თუკი რაიმეს სინათლისა და სიხარულის შუქი შეაქვს ვაჟას ცხოვრებაში, ეს ისევ და ისევ შემოქმედებითი სიხარული და სიყვარულია, სიყვარული, რომელიც ახალგაზრდა პოეტისათვის მრავალ შედევრთა შექმნის იმპულსიცაა…
1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები…

ჩარგალში მყოფს 1890 წელს უბედურება დაატყდა თავს, ერთი თვის მანძილზე დაჰკარგა მშობლები – 56 წლის დედა და 59 წლის ჯანმაგარი მამა. მშობლები ბურჯივით ედგნენ მხარში ვაჟას და ყოველნაირად ხელს უწყობდნენ თავიანთ რჩეულ შვილს შემოქმედებით მუშაობაში. ამის შემდეგ ძმები გაიყარნენ. ვაჟა საბოლოოდ დამკვიდრდა ჩარგალში და აქ გაატარა თავისი სიცოცხლის წლები. ამ დროიდან მოყოლებული ვაჟა ფიზიკურად ბევრს შრომობს, მაგრამ თანამედროვეთა გადმოცემით, დიდი მეურნის უნარს ვერ ავლენს და ეს გასაგებიცაა. „სხვაგან რბის მისი გონება” - პოეტური ცხოვრებაა მისი არსებობის ფორმა და არა გლეხკაცური ჭიდილი მთის მწირ მიწასთან.
ვაჟა ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი იყო (30 წლისა), მაგრამ ჯანმრთელობა უკვე შერყეული ჰქონდა. 1892 წელს ციმბირის წყლული შეეყარა ვაჟას და მარჯვენა თვალი დაუზიანა. მძიმე ოპერაცია გადაიტანა პოეტმა… თვალის ქუთუთო ჩამოფხავებული დარჩა და ცრემლმდინარი. ასეთი თვალის გამო ფშაველებმა „რაზიკაანთ დევს“ „ცალთვალა“ დაუმატეს და ახლა „ რაზიკაანთ ცალთვალა დევს“ ეძახდნენ.
1902 წელს, მისი სახლში არყოფნის ჟამს, მოულოდნელად, 36 წლის ასაკში დაეღუპა საყვარელი მეუღლე კეკე. მას ობლად დარჩა 4 შვილი.
1904 წელს ითხოვა ვაჟამ მეორე ცოლი, გიორგი დიდებაშვილის ასული ნინო, შემდეგ თამარად წოდებული.
პოეტი პრაქტიკული ცხოვრებისათვის არ იყო დაბადებული, მას დიდი პოეტური სამყარო ჰქონდა, მით ცხოვრობდა და სულდგმულობდა. ყოფის წვრილმანებთან ყოველგვარი შეხებისას ვაჟა ღიზიანდებოდა. ასე დაეუფლა მის სულს სიფიცხე.
ვაჟას დაძაბული და მძაფრი შემოქმედებითი ცხოვრება ჰქონდა. ესეც აღიზიანდებდა დიდ პოეტს. როცა შთაგონება, ანუ როგორც ამბობს „თავისი ანგელოზები” რომ ეწვეოდა, ოჯახის სამუშაოს ტოვებდა და თავისი დიდი მოწოდების აღსასრულებლად გარბოდა.
როცა თბილისში მოდიოდა, თავის ნაწერებს თურმე ერთ ჭრელ ხურჯინში ჩააწყობდა ხოლმე და პირველად ილია ჭავჭავაძესთან შეივლიდა – ხურჯინის “დასაბერტყად”.
მწერლის თანამედროვე კრიტიკოსი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, “ხომლელის” ფსევდონიმით ცნობილი რომანოზ ფანცხავა იხსენებს: “როცა მთელ საქართველოში მარტო ერთადერთი გაზეთი “ივერია” ისტამბებოდა, ვაჟა-ფშაველას ჩვენ ვხედავდით ამ გაზეთში მომუშავეს… ილია ისე ღრმად იყო დარწმუნებული ვაჟას პოეტური ტალანტის დიადობაში, რომ სიტყვის შებრუნება არ ხერხდებოდა მასთან… ილიამ გასამხნევებლად ჰონორარიც კი დაუნიშნა ვაჟა-ფშაველას და სტრიქონობით აძლევდა რედაქცია ჯილდოს, როგორც პროზის, ისე ლექსისთვის.

დაძაბულმა ფიზიკურმა და შემოქმედებითმა ჯაფამ, ჭეშმარიტი ხელოვანისთვის ნიშანდობლივმა დიდი სულიერი მრელვარებით მიმდინარე ცხოვრებამ ნაადრევად გატეხა ვაჟას ჯანმრთელობა. ბოლო წლებში ხშირად ავადმყოფობდა. ავადმყოფობის გამო აკაკი წერეთლის დაკრძალვასაც ვერ დაესწრო.
1915 წლის გაზაფხულზე თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულა. ოდნავ მოიკეთა და 23 მაისს სიტყვაკაზმული საზოგადოების სახელით, ლიტერატურული საღამო მოუწყვეს. იმ საღამოზე მიურთმევიათ დაფნის გვირგვინი წარწერით: “ქართული პოეზიის არწივს”. საღამოს გათავებისას, ვაჟას ორთაჭალის ბარში კარგი სუფრა გაუშალეს, შემდეგ იგი კვლავ ლოგინად ჩაწვა, იტკენდა მარცხენა ფერდს. ვაჟას მკურნალობდა ექიმი და ცნობილი კრიტიკოსი ივანე გომართელი. მისი დასკვნით, პოეტი პლევრიტით იყო ავად. ივანე გომართელის რჩევით, მოიწვიეს ქირურგი გ. მუხაძე, 5 ივნისს გ. მუხაძემ ოპერაცია გაუკეთა ვაჟას და წყალი გამოუშვა. თითქოს უკეთესად იგრძნო მგოსანმა თავი. 14 ივნისს ვაჟა გადაიყვანეს წმ. ნინოს სახელობის ქართულ ლაზარეთში, ახლანდელი უნივერსიტეტის შენობაში,სადც მალევე გარდაიცვალა. ის დიდუბის პანთეონში ფშაური წესისა და დატირების გარეშე დაკრძალეს. ფშავში კი "წესი დაუყენებიათ" და დამარხვის გარეშე დაუტირებიათ: ვაჟას ნაბადი გაშალეს თურმე ეზოში და ზედ მისი ხმალ-ხანჯალი, თოფი და ფარი დააწყვეს…
ვაჟას ნათლულმა, დიდმა ქართველმა მწერალმა გიორგი ლეონიძემ და "ცისფერყანწელებმა" 20 წლის შემდეგ ვაჟას ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს.
ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება — ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. ვაჟა-ფშაველას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველწყარო ხალხური შემოქმედებაა. ვაჟა-ფშაველამ გააფართოვა ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები, კერძოდ, დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით გაამდიდრა ლექსიკა, მრავალფეროვნება შესძინა ლექსის სიტყვიერ ქსოვილს.

ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალისტური სურათების, კოლორიტული ხასიათების ფონზე გახსნილია იმდროინდელი საქართველოს მძაფრი სოციალური კონფლიქტები. გასულდგმულებული ბუნების პირით გამოხატულია უგულობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ მიმართული, ღრმა ჰუმანური იდეალებით შთაგონებული თვალსაზრისი. ზნეობრივი პრინციპების უაღრესი მხატვრული თვალსაჩინოება, თხრობის ფოლკლორული სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა გამიზნულია მოზარდი მკითხველისათვის. ყველა ეს ნაწარმოები ქართული საბავშვო ლიტერატურის კლასიკური ნიმუშია. ის აქტიურად თანამშრომლობდა საბავშვო ჯურნალებთან და არაერთი ბრწყინვალე საყმაწვილო ნაწარმოებით გაამდიდრა ქართული ლიტერატურა.
ახლოვდება ვაჟა-ფშაველას საიუბილეო თარიღი: დაბადებიდან 150 წლისტავი.
ალბათ ბევრი გამომცემელი დაფიქრდება მისი საყმაწვილო წიგნების გამოცემაზე.

No comments:
Post a Comment