Thursday, September 8, 2011

რაფიელ ერისთავი


რაფიელ ერისთავი დაიბადა ქვემო ჭალაში (ახლანდელი კასპის რაიონი), ბავშვობა და ცხოვრების საუკეთესო წლები . ერისთავმა გაატარა კახეთის სოფელ ქისტაურში. 7 წლის რაფიელი თელავის სამაზრო სასწავლებელში შეუყვანიათ, მაგრამ რაფიელის მამას არ მოსწონებია იქაური სწავლების რეჟიმი (ქართული ენის უგულებელყოფა) და 1831 წელს თავისი ვაჟი შუამთის მონასტრის ხელმძღვანელ ფილადელფოს კიკნაძისათვის მიუბარებია. 1833 წელს რაფიელი მშობლებმა გორში გადაიყვანეს სასწავლებლად. 1836 წლიდან რაფიელი თბილისში ცხოვრობს, სადაც 1845 წელს წარმატებით ამთავრებს გიმნაზიას.
. ერისთავმა 1847 წელს თარჯიმნად დაიწყო მუშაობა თუშ-ფშავ-ხევსურეთში. 1849 წელს იგი გადაიყვანეს სამუშაოდ ამიერკავკასიის მთავარი სამმართველოს კანცელარიაში, სადაც 1851 წელს მაგიდის უფროსის თანაშემწედ დანიშნეს.
. ერისთავი გიმნაზიის დამთავრებისთანავე ჩაება საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. მას ლიტერატურული ურთიერთობა ჰქონდა ქართველოლოგ აკადემიკოს მარი ბროსესთან. მარი
1852 წლისცისკარშიდაიბეჭდა ახალგაზრდა პოეტის პირველი ლექსები – „დარიგებადაყვავილს“. რაფიელ ერისთავი აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთკავკაზში“. გაზეთის ფურცლებზე იბეჭდებოდა მისი მიმოხილვები, ეთნოგრაფიულ-ისტორიული წერილები.
1855 წელს . ერისთავი ქუთაისში გადაიყვანეს განსაკუთრებულ დავალებათა უფროს მოხელედ. 1857 წლიდან 1867 წლამდე იგი ზუგდიდის მაზრის უფროსად მუშაობდა და ხელმძღვანელობდა სამეგრელოში საგლეხო რეფორმის გატარებას. თბილისიდან ქუთაისამდე მგზავრობა და იმერეთის შთაბეჭდილებანი . ერისთავმა აღწერა სტატიების სერიაშიწერილები იმერეთიდან“ („კავკაზი“, 1857 .).
1889 წლის მარტიდან 1896 წლის ოქტომბრამდე . ერისთავი კვლავ სახელმწიფო სამსახურში, კავკასიის საცენზურო კომიტეტში იმყოფებოდა ცენზორის თანამდებობაზე.
1896 წელს . ერისთავმა დაასრულა თავისი შრომა სვანეთის შესახებ დანოვოე ობოზრენიეშიდაბეჭდა. იმავე წელს მან თავი დაანება სამსახურს და ცხოვრების უკანასკნელი წლები თავის მშობლიურ კუთხეში გაატარა.
რაფ. ერისთავის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე, დიდი ზეიმით იქნა გადახდილი 1895 წლის ოქტომბერში. 1899 წლიდან რაფიელი ხშირად ავადმყოფობდა.
1901 წლის იანვარში . ერისთავის ჯანმრთელობა გაუარესდა და 4 მარტს იგი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. თელავიდან პოეტის ნეშტი წაასვენეს სოფ. ქისტაურში. მიცვლებულის კუბოს ზღვა ხალხი აცილებდა. პროცესიას წინ მიუძღვოდნენ ძაძებით მორთული ხევსური ცხენოსნები. მთელი გზა მოფენილი ყოფილა ღვიით, დაფნით და სუროთი. გზის გაყოლებით მარჯვნივ და მარცხნივ შუამთაში, იყალთოში, ალავერდში გამუდმებით რეკავდნენ ზარები. ქისტაურში პოეტის ნეშტი დაიტირა მისმა საყვარელმა მდაბიო ხალხმა და მოწიწებით მიაბარა მშობლიურ მიწას.
1911 წელს აკაკი წერეთელმა ინახულა რაფიელის საფლავი ქისტაურში და პანაშვიდი გადაუხადა.
1938 წელს რაფიელ ერისთავის ნეშტი თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში გადმოასვენეს.

No comments:

Post a Comment