დაიბადა 1967 წელს, თბილისში. 1985 წელს დაამთავრა მ.თოიძის სახ.სამხატვრო სასწავლებელი, ხოლო 1996 წელს - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი.
როგორც მხატვაი-დიზაინერი, სხვადასხვა დროს მუშაობდა განათლების სამინისტროს ჟურნალში "მასწავლებელი” ჟურნალში “ცხელი შოკოლადი”, გაზეთში “24-საათი”, `მთავარ გაზეთში, თელ-ავივში (ისრაელი) გამომავალი ჟურნალ “ციონში” სამართლებრივი განათლების ასოციაციის “ALPE” ყოველთვიური ჩანართის მხატვარ-დიზაინერად, გაზეთ “დრონის” მხატვრად, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგად.
შესრულებული აქვს სახელმწიფო კანცელარიაში, პრეზიდენტის საახალწლო წარმოდგენის დიზაინი და ელ კუვეიტი(კუვეიტი) სილამაზის ცენტრის “ილუზიონე” ინტერიერის დიზაინი.
იყო ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი მხატვრის ასისტენტი, კოსტუმების და დეკორაციების დიზაინის ავტორი.
მუშაობდა კინოსტუდია “ქართული ფილმში”, სტუდია “კვალში” დამდგმელ მხატვარად.
გამოფენები და პროექტები
კოპენგაგენი (დანია) საშობაო გამოფენა გალერეა “Varming” – 2010;
პარიზი (საფრანგეთი) "Manifestation Contemporain” 2009
პარიზი (საფრანგეთი) “Joel Garcia rganisation,Plase de la Bastille” - 2009
მეტცი(საფრანგეთი) “Art.Metz” ” - 2008
დუბაი, გალერეა “Lora” 2007
ტელე-პროექტი რუსთავი 2-ზე“იდეა ფული და ერთი შანსის” გამარჯვებული, ავტო-მობილების დიზაინი, აეროგრაფია (თუნინგ) - 2006.
საბავშვო ტელე პროექტი იმედზე “12 მტრედი” ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი - 2005-2006.
ელ-ფოსტა: mamukart@hotmail.com
ილუსტრაციები>>
No comments:
Post a Comment