დაიბადა 1963 წელს. 1985 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; 1980–1983 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე;
საგამომცემლო სახლის ''ნიუ ედვერთაისინგის” მხატვარი-დიზაინერი;
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკური აღზრდის მეთოდოლოგიისსამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1987-2006 კითხულობდა დიზაინის ხელოვნების კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფაკულტეტზე;
მონაწილეობს განათლების სამინისტროს პროექტებში: ნაბეჭდი გამოცემების მხატვარი-ილუსტრატორი;
გამომცემლობა “შემეცნება”, მხატვარი-ილუსტრატორი;
იყო ''რუსთავი-2 პრინტი”, გაზეთი “24 საათი” მხატვარი-დიზაინერი;
გამომცემლობა “შემეცნება”, მხატვარი-ილუსტრატორი;
იყო ''რუსთავი-2 პრინტი”, გაზეთი “24 საათი” მხატვარი-დიზაინერი;
საბავშვო ცენტრ "12 მტრედთან” არსებული სამხატვრო სტუდიის ხატვისა და ფერწერის მასწავლებელი;
1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე“სახვითი ხელოვნების ტერმინოლოგია ქართულში”, მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის
სამეცნიერო წოდება;
გამოქვეყნებული აქვს ხუთი სამეცნიერო შრომა სახვითი ხელოვნების ტერმინოლოგიის საკითხებზე;
საბავშვო გადაცემის “12 მტრედი” თანაავტორი ტელეკომპანია “იმედის” არხზე;
საბავშვო გადაცემის “12-მდე” თანაავტორი ტელეკომპანია “რუსთავი-2-ის” არხზე;
თიკა ჯამბურიას სიმღერაზე შექმნილი ანიმაციური კლიპის თანაავტორი;
გაფორმებული აქვს რვა წიგნი, საბავშვო მწერლებისა და პოეტების (ოტია იოსელიანი, ნაირა გელაშვილის, ირმა მალაციძის, მარიამ წიკლაურის, ალექსანდრე
დიდებაშვილის და სხვ.) ნაწარმოებები საბავშვო გაზეთებში, საშუალო სკოლის სახელმძღვანელოები (დედაენა, ბუნება, რუსული ენა);
საქართველოს ახალგაზრდა მხატვართა კავშირის წევრი.
No comments:
Post a Comment