Thursday, September 8, 2011

ნოდარ დუმბაძე

ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა — ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დედა — ანა ივანეს ას ბახტაძე — დიასახლისი. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დააპატიმრეს, ხოლო დედა გადაასახლეს. ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა.
1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 19561957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 19671972 წლებში იყო ჟურნალ ნიანგის რედაქტორი. 1972 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი და სსრკ-ის მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. ჟურნალის მოლოდაია გვარდია სარედაქციო კოლეგიის წევრი.
გარდაიცვალა 1984 წელს. თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ მზიურში, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.
რომანებისა და მოთხრობებისათვის 1975 წელს მიენიჭა რუსთაველის პრემია ხოლო 1980 წელს ლენინური პრემია
რომანები:
დუმბაძის ოთხივე რომანი გადაკეთდა პიესებად. დაიდგა საქართველოსა და უცხო ქვეყნების სცენებზე. გადაღებულია კინო-ფილმები: მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (1962 . რეჟისორი თენგიზ აბულაძე); მე ვხედავ მზეს (1965 . რეჟ. ლანა ღოღობერიძე); გზა მშვიდობისა, ჯაყო!“; („ნუ გეშინია, დედას!“ მიხედვით (1972 . რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი).

No comments:

Post a Comment