ნამდვილი სახელი — დიმიტრი თომას ძე ხოშტარია), ქართველი მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე. ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას მეუღლე.დიმიტრი ხოშტარია დაიბადა 1867 წელს, 26 ოქტომბერს სოფელ სუჯუნაში. მამამისი თომა სოფლის ღარიბი დიაკვანი იყო. იგი მალე გარდაიცვალა, ხოლო დედა, მარიამი, პატარა დიმიტრითურთ ძიძად შევიდა დავით აბაშიძის ოჯახში (ხარაგაული). ამის შემდეგ მან თავი შეაფარა ნიკო დადიანს (შალვა დადიანის მამას).
ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დიმიტრი ხოშტარია სწავლას განაგრძობს ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტში იურიდიული განხრით.
ოდესის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1893 წელს დიმიტრი ხოშტარია დაბრუნდა სამშობლოში, ყარსის ოლქსა და ერევნისა და განჯის გუბერნიებში გადასახადთა ინსპექტორად და საგუბერნიო საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრად დაიწყო მუშაობა.
1917 წლიდან დიმიტრი ხოშტარია სამუდამოდ გადმოდის თბილისში, სადაც მუშაობას იწყებს მეხუთე კლასის საგანგებო საქმეთა მოხელედ ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის სამმართველოში. შემდეგ მსახურობს საქართველოს დამფუძნებელი კრების საქმეთა სამმართველოში და თბილისის ოლქის სასამარლთოს წეევრად. ამ პეროდში დუტუ მეგრელის მრავალრიცხოვანი ოჯახი კვლავ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია.
დუტუ მეგრელმა ლექსების წერა ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს დაიწყო. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1888 წელს სალიტერატურო და სამხატვრო გაზეთ „თეატრში“; 1891 წელს ქუთაისის კრებულმა „ცდამ“ დუტუ მეგრელის ხელმოწერით დაბეჭდა „შვილი და დედა“ (ამბავი). მალე მწერალმა, ახალი ლექსებისა და მოთხრობების პარალელურად, გამოაქვეყნა პუბლიცისტური და თეორიულ-ლიტერატურული ხასიათის წერილები. შექმნა დრამატული პოემები და პიესები. 1892 წელს გამოქვეყნდა მწერლის პირველი წიგნი „სურათები ჩვენი ცხოვრებიდან“, ხოლო 1893 წელს — მისი ლექსების კრებული „ცრემლები“, რომლის სალიტერატურო კრიტიკამ და მკითხველმა საზოგადოებრიობამ გულთბილად მიიღო.
მისი პოპულარული ლექსი „მე პატარა ქართველი ვარ“ (1902) და მოთხრობა „ქინაქინა“ შესულია ი. გოგებაშვილის „დედაენაში“ და „ბუნების კარში“.
დუტუ მეგრელი გარდაიცვალა თბილისში, 1938 წელს, 18 მარტს. დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე. 1968 წელს გადაასვენეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
No comments:
Post a Comment