დაიბადა 1932 წელს, მარტვილის რაიონის სოფ. ბანძაში. დაამთავრა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლური ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1958 წელს ნარკვევისათვის “მტკვრის პირას გათეთრებული კაცები” მიენიჭა მწერალთა კავშირის პრემია. 1957 წლიდან 1990 წლამდე მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიის უფროს რედაქტორად, ჟურნალებში “დილა”, “ცისკარი”, “მნათობი”, კინოსტუდია “ქართულ ფილმში” რედაქტორად. 1990 წელს არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატად. ამავე წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრად. 1992 წლიდან, თბილისიდან წასვლის შემდეგ, მუშაობდა სოფ. წერაქვში, სკოლის დირექტორად, ქართული ენისა და ლიტერატულის მასწავლებლად.
მის კალამს ეკუთვნის რომანები: “თუთარჩელა”, “ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი”, “ზესნახესა და ბუძგურიას სიყვარულის ამბავი”, კრებულები: “დავით აღმაშენებლის ქვა”, “სისატურა”, პუბლიცისტური წერილების კრებული “მთისა და ბარისა”, კინოსცენარი ფილმისთვის “რაც გინახავს ვეღარ ნახავ”, და სხვა. მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, რუსულ, უზბეკურ, ლიტვურ, გერმანულ, პოლონურ, რუმინულ ენებზე. 1995 წელს გამოიცა მისი რომანი “აფთრები”.
2008 წელს მიენიჭა ი. ჭავჭავაძის პრემია.
No comments:
Post a Comment