დაიბადა თბილისში, 1960 წლის 27 მარტს. 1977 წელს დაამთავრა თბილისის მე-14 საშუალო სკოლა, ხოლო 1985 წელს _ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1985-1994 წლებში მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის საინფორმაციო-გამოთვლით ცენტრში, 1994 წლიდან _ ჟურნალ "საქართველოს სამედიცინო მოამბის~ რედაქციაში კორესპონდენტად, 1996 წლიდან _ გაზეთი "მედიცინის" კორესპონდენტად, სტილისტად, პასუხისმგებელ მდივნად, ხელმძღვანელობდა რამდენიმე რუბრიკას. 1994 წლიდან არის საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი. გამოქვეყნებული აქვს პუბლიცისტური, მხატვრული და შემეცნებითი წერილები პერიოდულ პრესაში.
ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.
გამოცემული წიგნი:
"ცისა, ლექსო და ეს სამყარო" (გამომცემლობა "შემეცნება", 2009წელი, ილუსტრატორი ნანიკო ბურდული).
No comments:
Post a Comment