დაიბადა ქუთაისში 1935 წლის 1 ივნისს. 1954 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა მე-8 სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლა დაასრულა 1959 წელს. 1960 წელს მუშაობას იწყებს საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტერატურის სახელმწიფო გამომცემლობა “ნაკადულში”, სადაც დღესაც მუშაობს. თითქმის ნახევარი საუკუნეა, ემსახურება ქართული წიგნის გამოცემის საქმეს; დიდი ამაგი დასდო ცალკეული წიგნების თუ ბიბლიოთეკის გამოცემას. მათ შორის ქართული პოეზიის ჩვიდმეტტომეულს (იყო ამ გამოცემის უცვლელი რედაქტორი), ქართული მწერლობის ოცდაათტომეულს (იგი ამ გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი იყო).
ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებს 1955 წლიდან. ერთ-ერთმა პირველმა თარგმნა რუსი მწერლის ივანე ბუნინის ნაწარმოებები (მათ შორის “ლიკა” 1961 წელს). ასევე პირველმა თარგმნა შვედი მწერლის ავგუსტ სტრინდბერგის პიესები: “მამა” (“საბჭოთა ხელოვნება”, 1984 წ.), “მოჩვენებათა სონატა” (“ცისკარი”. 1990 წ.), “ფრეკენ იულია” (“თეატრი და ცხოვრება”, 1991 წ.), ერიკ XIV. თარგმნა და დაბეჭდა ლევ ტოლსტოის, თ. დოსტოევსკის, ლ. ანდრეევის მოთხრობები. ა. პუშკინის მთელი მხატვრული პროზა (1977 წ., 1983 წ., 2006 წ.). ა. ტოლსტოის ტრაგედია “გზანი წამებისანი” (1984-1985 წწ.), “ემიგრანტები” (1988 წ.), “ნევზოროვის თავგადასავალი” (1988 წ.), კობო აბეს “ქალი ქვიშაში”, (1978 წ.), ქენძაბურო ოეს “დაგვიანებული ახალგაზრდობა”, სელმა ლაგერლოფის “საგა იოსტა ბერლინგზე” (2007 წ.), ჩ. აიტმატოვის “საქონდაქრე” (2005 წ.), ბ. პასტერნაკის “ექიმი ჟივაგო” (2004 წ.), ა. დიუმას, ე. ოჟეშკოს, მ. სელიმოვიჩის, ჟ. ამადუს და სხვათა რომანები.
მთარგმნელობით მოღვაწეობაში გაწეული წვლილისათვის 2004 წელს მიენიჭა ივანე მაჩაბლის პრემია.
1989 წლის 10 აპრილს დატოვა კომპარტიის რიგები კომუნისტური რეჟიმის მიერ ამავე წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მთავრობის სახლის წინ ქართველი ხალხის მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გამო, ხოლო 1992 წელს მწერალთა კავშირის რიგები - მაშინდელ მწერალთა კავშირთან მისი მრწამსის შეუთავსებლობის გამო.
ამ საუკუნის პირველ წლებში, როცა ათასი მიზეზის გამო დიდად შეყოვნდა საბავშვო წიგნების გამოცემა და ჩვენს ბავშვებს სულიერი საზრდო მოაკლდათ, თავისი ოჯახის წევრებთან ერთად თავს იდო პატრიოტულ-შემეცნებითი დამოუკიდებელი საბავშვო გაზეთის “ციცინათელას” გამოცემა (გაზეთი გამოდის 1995 წლის აგვისტოდან). გაზეთი დღესაც არსებობს ჯერჯერობით. 2000 წლიდან ასევე ოჯახის წევრებთან ერთად ბეჭდავს ასვე პატრიოტულ-შემეცნებითი კრებულების (საბავშვო წიგნების) სერიას, რომელსაც ჰქვია “საკითხავი ყმაწვილთათვის”.
ამ სერიით უკვე გამოიცა 17 ტომი და განზრახული აქვს 30 ტომამდე შეავსოს გამოცემა. 2007 წელს წამოიწყო ურთულესი საქმე - გამოცემა ახალი მრავალტომეულისა, რომელსაც ჰქვია “მწიგნობრობა ქართული”. გამოცემა მოიცავს რამდენიმე მონაკვეთს. ესენია: 1. ხალხური სიტყვიერება, 2. სასულიერო მწერლობა, 3. საერო მწერლობა, 4. საისტორიო მწერლობა, 5. ფილოსოფიური მწერლობა, 6. სამართლის ძეგლები, 7. მემუარები, 8. სამოგზაურო მწერლობა. ჯერჯერობით გამოსულია ექვსი ტომი.
* * *
თითქოს აკაკი ბრეგაძე XIX საუკუნის დიდ მოღვაწეთა კვალზე მოვიდა. დიახ, პირველ რიგში, სწორედ ბატონ აკაკიზეც ითქმის, რომ ის აგრძელებს ქართველ სამოციანელთა დიდ ტრადიციებს; არ იქნება გადაწარბება, თუ ვიტყვით, რომ თავისი საქმით იგი პირდაპირი მემკვიდრეა დიდი იაკობ გოგებაშვილის, მისი სულის ამაღორძინებელი.
ლადო მინაშვილი
* * *
აკაკი ბრეგაძე თავისი ენერგიით, მუხლჩაუხრელი შრომით გვაგონებს XIX საუკუნის იმ დიდ სამოციანელებს, რომლებიც ნათელ ნიჭთან ერთად გამოირჩეოდნენ გალაკტიონის თქმით, “მძლავრი, ღონიერი მშრომელის ტემპერამენტით”. აკაკი ბრეგაძე ამ დიდებულ წინაპართა ღირსეული მემკვიდრეა.
იუზა ევგენიძე
* * *
ერთი მოაზროვნე გვმოძღვრავდა, ჭეშმარიტი საყმაწვილო ქმნილება სწორედ ისაა, რომელსაც დიდებიც დიდი ინტერესით ეცნობიან. თუ ამ ფორმულას ბატონი აკაკი ბრეგაძის მიერ შედგენილ საბავშვო კრებულს მივუყენებთ, დავადგენთ, “გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების ეპიზოდები” (2008 წ.) ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის საამოდ საკითხავი პატრიოტული გზნებით გამსჭვალული წიგნია.
მურმან თავდიშვილი
* * *
ჩვენი სკოლების დაწყებით კლასებში ძალზე პოპულარულია გაზეთი “ციცინათელა”. თვეში ერთხელ, როგორც კარგ საჩუქარს, ისე ელიან ჩვენი პატარები მის ახალ ნომერს.
ვილენ მარდალეიშვილი
* * *
ბატონო აკაკი, თქვენ ბრძანდებით ჭეშმარიტი ქომაგი ქართული მადლიანი სიტყვისა, ემსახურებით ქართული სულიერების გადარჩენისა და აღორძინების საქმეს - გმადლობთ.
ჟურნალ “ფუძის” რედაქცია

No comments:
Post a Comment