Tuesday, September 13, 2011

დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია

დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია, საბავშვო მწერალი, შიო მღვიმელის პრემიის ლაურეატი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, 20-მდე წიგნის ავტორი. დაიბადა 1923 წლის 15 ივნისს. მამა - ალექსანდრე ხიმშიაშვილი უძველესი გვარის წარმომადგენელი, არაგვის ერისთავთა შთამომავალი, პროფესიით ფარმაცევტი, ხარკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული  იყო. დედა _ თამარ მამულაიშვილი, ბაგრატიონ-დავითაშვილთა შთამომავალი, წერეთლის გვარიდან გახლდათ და აკაკი წერეთელს ნათესავად ერგებოდა. ოჯახს ხშირად უხდებოდა საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა. ქუთაისი, კოჯორი, ყვარელი, თბილისი თავისი განუმეორებელი შთაბეჭდილებებით, ახალ-ახალი სკოლის მეგობრებით, ბუნების განუმეორებელი სურათებით, რა თქმა უნდა ავსებდა და ალამაზებდა და-ძმის, დოდოსა და კოტეს  ფანტაზიით სავსე ბუნებას. ოჯახში დიდ ყურადღებას აქცევდნენ ბავშვების აღზრდას, განათლებას, წიგნიერებას. 1934 წელს კოტე დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის (ინგლისური ენა) სტუდენტი ხდება და პირველივე პუბლიკაციებით იქცევს საზოგადოების ყურადღებას. ბრწყინვალე ლიტერატურულ მომავალს უწინასწარმეტყველებს მას დიდი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი. იბეჭდება მისი რომანიჯონქა ხორნაული”, მოთხრობები, წერილები. მერე ყველაფერი საბედისწეროდ ვითარდება: კოტე ხიმშიაშვილი ძალიან ახალგაზრდა ეწირება სამშობლოსა და პიროვნების თავისუფლების იდეასკომუნისტურმა იდეოლოგიამ იმსხვერპლა იგიუნივერსიტეტის სხვა 17 ქართველ ასპირანთტან და სტუდენტთან ერთად დახვრიტეს 1942 წლის 17 ოქტომბერს, როგორც შეთქმულების მეთაური. მათი სახელების ხსენებაც კი აკრძალული იყო მრავალი წლის განმავლობაში, თუმცა ისტორიულმა სამართლიანობამ თავისი ქნა და დღეს კოტე ხიმშიაშვილის სახელს ნამდვილი მამულიშვილისა და უნიჭიერესი მწერლის შარავანდედი მოსავს. 1941 წელს დოდო ხიმშიაშვილი ამტავრებს თბილისის პირველ სშალო სკოლას და უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება და მიუხედავად იმისა, რომ ისიც წერს, 1950 წლამდე ვერც კი ბედავს თავისი ნაწარმოებები სხვას აჩვენოს. ცნობილმა ლიტერატორმა და ოჯახის ახლობელმა, ლევან ასათიანმა ურჩია დოდო ხიმშიაშვილს მეუღლის გვარით გამოექვეყნებინა მოთხრობები. ასეც მოხდა. “ჭრელი ხელთათმანებიდაიბეჭდა, ითარგმან რუსულადაც, გადაიცა რადიოთიც, მაგრამ ავტორად დოდო ვადაჭკორია სახელდებოდა. და,აი, ახალგაზრდა მწერალთა მე-2 ყრილობაზე, ერთ-ერთმა ვაიპოეტმა ის დაასმინა და განაცხადა, რომ ამ მოთხრობის ავტორი სინამდვილეში ხიმშიაშვილ იყო. აი, ასე დასრულდა წარმატებით დაწყებული ლიტერატურული დებიუტი. დოდო ხიმშიაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა მოსწავლეთა და პიონერთა სასახლის ისტორიის კაბინეტის პედაგოგად. სასახლეში მუშაობისას შეხვდა ძმის ყოფილ მეგობარს, პოეტ რეზო მარგიანს, რომელიც იმ ხანად საბავშვო ჟურნალდილასხელმძღვანელობდა. მარგიანმა ახალგაზრდა ქალბატონი წაახალისა და წააქეზა საბავშვო ნაწარმოებების საწერდ და ჟურნალდილაშიმიიწვია.. და მას მერე ჟურნალიდილადა მისი  რედაქტორის მოადგილე, ცნობილი პოეტი მაყვალა მრევლიშვილი გახდა დოდო ხიმშიაშვილის ახალი ლიტერატურული სიცოცხლის სულის ჩამდგმელებიდოდო დიდხანს ატარებდა მეუღლის, სიკო ვადაჭკორიას გვარს და სწორედ ამ გვარით ბეჭდავდა თავის საყმაწვილო თუ სადიდო ნაწარმოებებს. მერე კი წიგნებსაც დაუბრუნდა მწერლის ნამდვილი გვარი. მწერლისა, რომელმაც თავისი ნიჭიერებისა და განათლების, კეთილზნეობისა და კაცთმოყვარე ბუნების გამო შეძლო მრავალი შესანიშნავი საბავშვო ნაწარმოების შექმნა, მრავალი ჯილდოს მოპოვება. “ღირსების ორდენისკავალერი დაქართული კულტურის მოამაგისსაპატიო ჯილდოს მფლობელი, დიდი ოჯახის დიდი ბებიაა : შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები უმშვენებენ გვერდს და აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ საქმიანობაში. დიდი ენერგია შეალია ტავისი ძმის, კოტე ხიმშიაშვილის სახელის რეაბილიტაციას და მისი ლიტერატურულ მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობას.. 

 
 
 

No comments:

Post a Comment