Thursday, September 8, 2011

ვასილ გულეური

დაიბადა 1971 წლის 19 აგვისტოს, ქალაქ გორში. 1995 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის ინსტიტუტი.
სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებშიახალი ეპოქა”, “გორი”, “ახალი ქართული გაზეთი”, “24 საათი”, “ხალხის გაზეთი”, “ომეგა”.გატაცებულია ფოტოგრაფიით, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ფოტოკონკურსებსა და გამოფენებში (საქართველო, ბულგარეთი, რუსეთი, ესპანეთი).
თარგმნილი აქვს ნიკოლაი გუმილიოვის, ანა ახმატოვას, სერგეი ესენინის, მარინა ცვეტაევას, ივან ბუნინის, იოსიფ ბროდსკის, ქრისტინე ლავანტის, იოზეფ ვაინჰებერის ლექსები, რომლებიც დაბეჭდილია სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში, შესულია ავსტრიული პოეზიის ოცტომეულში. საბავშვო ლექსები დაბეჭდილია ჟურნალებში – “დილა”, “აი ია”, “ბაბილინა”.
2007 წელს საბავშვო ლექსების ციკლმასაბავშვო ბაღიმიიღო ლიტერატურულ კონკურსწეროსმეორე პრემია (ფარმაცევტული კომპანია GP- და ინტერნეტ-პორტალი ლიტერატურა.გე- ერთობლივი პროექტი).

გამოცემული წიგნები:

 მელაკუდას მაღაზია (2007, “დიოგენე”)
 ჩიტის მოტანილი ამბები (2008, “დიოგენე”)
 საბავშვო ლექსები (2009, GPC)
 ხუთი ამბავი ლექსად (2009, “სეზანი”)





No comments:

Post a Comment