Thursday, September 8, 2011

იოსებ გრიშაშვილი


იოსებ გრიშაშვილი (ფსევდონიმი; ნამდვილი გვარი მამულაშვილი) დაიბადა 1889 წლის 11 აპრილს ხარფუხელი ხელოსანის გრიგოლ (გრიშა) მამულაშვილის ოჯახში. რვა წლის სოსო ქართულ გიმნაზიაში იწყებს სწავლას. მომავალი პოეტის პირადი ცხოვრება თავიდანვე უიღბლოდ წარიმართა. ჯერ იყო და 16 წლის ჭაბუკს მამა გარდაეცვალა, მერე დედა გაუთხოვდა. მამის სიკვდილის გამო, მალე ანებებს თავს გიმნაზიაში სწავლას.
ჭაბუკობიდანვე დაუახლოვდა ქართულ თეატრს, იყო სუფლიორი, მსახიობი, წერდა პატარა პიესებსა და ლექსებს. სცენა მომავალი პოეტისათვის თეატრალური და ლიტერატურული განათლების სკოლად იქცა: ”თეატრის ნიჟარაში ხუთი წლის განმავლობაში მიხდებოდა კითხვა ისეთი ავტორებისა, – იგონებდა . გრიშაშვილი, – როგორიც არიან შექსპირი და შილერი, მოლიერი და გოლდონი, ვიქტორ ჰიუგო და ჰაუპტმანი, ლევ ტოლსტოი და . ოსტროვსკი, მაქსიმ გორკი და . ჩეხოვი, . ერისთავი და . სუმბათაშვილიამ პოეტებმა და მისმა მთარგმნელებმა ფრიად წარუშლელი კვალი დატოვეს ნათელი მიზნების ხნულში და განსაკუთრებით ქართული ენის შესწავლის საქმეში.”
იოსებ გრიშაშვილი სამწერლო ასპარეზზე 1905 წელს გამოვიდა. სცენის საკარნახო ნიჟარიდან იოსებმა ჟურნალ ’’ნიშადურში’’ გადაინაცვლა. იმ დღიდან საბოლოოდ დაუკავშირა თავისი ბედი მწერლობას და პოეზიას.
1919 წელს იოსები, როგორც თავისუფალი მსმენელი, ლექციებს ისმენს თბილისის უნივერსიტეტში. სწავლის პარალელურად . გრიშაშვილი ნაყოფიერ შემოქმედებით და საზოგადოებრივ შრომას ეწევა. მას 1947 წელს ირჩევენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად, 1950 წელს ენიჭება სახელმწიფო პრემია და ირჩევენ მშვიდობის მომხრეთა მეორე საკავშირო კონფერენციის დელეგატად, ხოლო 1959 წელს პოეტს რესპუბლიკის სახალხო პოეტის საპატიო წოდებას ანიჭებენ.
შემოქმედება
გრიშაშვილის ლექსთა პირველ კრებულებში (“ვარდის კონა”, 1906; “ფანტაზია”, 1907) უმთავრესად ქალაქური ყოფა და პოეტის ინტიმური განწყობილებებია წარმოსახული, თუმცა სოციალური პრობლემებისადმი ცხოველი ინტერესიც შეიმჩნევა (“ტუსაღის სიმღერა”, 1906; “ბრძოლა”, 1907; “დაჰბერე ქარო!”, 1907). ლექსთა მომდევნო კრებულებში (1909, 1914, .1) საბოლოოდ გამოიკვეთა პოეტის შემოქმედების პირველი პერიოდის (1905-1920) ძირითადი, ინტიმურ-სატრფიალო მოტივი. გრიშაშვილისთვის სიყვარული ბედნიერების, კეთილშობილებისა და თავდადების უშრეტი წყაროა (“მაჯამა”, 1907; “ლერწამი ხარ!…”, 1911; “რა კარგი ხარ, რა კარგი!”, “ხელთათმანის ღილი”, 1914). თხზულებათა II ტომმა (1922) ერთგვარი ზღვარი დაუდო გრიშაშვილის შემოქმედების პირველ პერიოდს.
მეორე პერიოდში (1920-1965), როცა გრიშაშვილის ლირიკაში მთავრი ადგილი დაიჭირა მოქალაქეობრივმა მოტივებმა, სხვა ჟღერადობა შეიძინა სატრფიალო მოტივმაც (ციკლიმხოლოდ სიყვარული”, 1922-1960). ლექსებითგამოთხოვება ძველ თბილისთან” (1925), “ლამპების საუბარი” (1927), “საუბარი ასოთამწყობთან” (1929) და სხვა.
სამშობლოს სიყვარული გრიშაშვილის პოეზიაში ორგანულად ერწყმის თბილისის თემას. თბილისის ისტორია, ქალაქური ყოფის კოლორიტული სურათები, მამაცი, ალალი, გულუხვი თბილისელები, ქალაქის გუშინდელი თუ დღევანდელი დღე, მისი მომავლის პერსპექტივა წარმოგვიდგება გრიშაშვილის ლექსებში: “ტრიოლეტები შეითანბაზარში”, 1918; “აშპაშხანისკენ”, 1920; “გრიგოლ ორბელიანი კომკავშირის ხეივანში”, 1939; “ჩემი თბილისი”, 1955 და .. საბჭოთა პატრიოტიზმი ვლინდება დიდი სამამულო ომის დროინდელი ლექსებში: “ორი სიტყვა”, 1941; “მეისტორიევ, წიგნი დახურე”, 1941; “ბალადა ხელმანდილზე”, 1942 და სხვა. 1950 პოეტს სსრკ სახელმწიფო პრემია მიენიჭა ლექსთა ერთტომეულისათვის (1949).
გრიშაშვილი XX საუკუნის ქართული ვერსიფიკაციის ერთ-ერთი რეფორმატორია; მისი ლექსების ორიგინალური რიტმი და რითმა, შთამბეჭდავი პოეტური ტროპები, ოსტატური ბგერწერა ზედმიწევნით გამოხატავს პოეტის იდეურ ჩანაფიქრს. გრიშაშვილმა დიდი ამაგი დასდო ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებას (ციკლითქვენთვის, ჩემო პატარებო”, 1923-1960).
მის პოეზიაში წამყვანი ადგილი უკავია სატრფიალო ლირიკას. იოსებ გრიშაშვილის შემოქმედების ქვაკუთხედი მაინც თბილისის თემაა. პოეტმა თბილისის მრავალი ლექსი და გამოკვლევა უძღვვნა. პოეტის თქმით, თბილისი იყო მისი ლექსების შთამაგონებელი: “თბილისის მეზვრე დავრჩები მუდამ სიყვარულიდან სიყვარულამდე.”
გრიშაშვილს ეკუთვნის საყურადღებო ლიტერატურული გამოკვლევები: “საიათნოვა” (1914-1918); “ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა” (1926-1927), ნაშრომები . ჭავჭავაძის, . ჭავჭავაძის, . ყაზბეგის, .ლერმონტოვისა და სხვა მწერლების შესახებ. თარგმნა სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ბევრი კლასიკური ნიმუში, ანა ახმატოვას, სერგეი მიხალკოვის, სტეფანე შჩიპაჩოვის, ვერა ინბერისა და სხვების ლექსები.
. გრიშაშვილი ბავშვობიდანვე უყრის საფუძველს საკუთარ უნიკალურ წიგნსაცავს. ,,პირველად მათ გავეცანი მაშინ, – იგონებდა . გრიშაშვილი, -როდესაც ფეხშიშველა ბიჭი დავრბოდი თბილისის გარეუბან ხარფუხში. მას შემდეგ, ყოველ თავისუფალ მანეთს ვხარჯავ ჩემი ბიბლიოთეკის შესავსებადდღეს, ჩემს ბიბლიოთეკაში 40 ათასი ტომია. მათ შორის არის იშვიათი, უნიკალური, არის ძალზე ძველიც, არის ახალი, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენია სტამბის საღებავის სუნი”. აღნიშნული უნიკალური წიგნსაცავი და სამუზეუმო რელიკვიები, პოეტის ანდერძის თანახმად, უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას.
ოსებ გრიშაშვილი გარდაიცვალა 1965 წლის 3 აგვისტოს, 8 აგვისტოს მისი ნეშტი მიიბარა მთაწმინდის მიწამ. მგოსნის საფლავთან მედუდუკეთა ანსამბლმა ‘‘დილის საარი‘‘ შეასრულა, მთაწმინდას ქალაქური მელოდიის ჰანგები მოეფინა. 1966 წლის 16 ოქტომბერს პოეტის საფლავზე დაიდგა ძეგლი, რომლის ავტორები არიან ნელი ალექსიძე და შალვა დავითაშვილი.

No comments:

Post a Comment