დაიბადა 1962 წლის 1 მაისს ბაღდათში. 1987 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1986–93 წლებში მუშაობდა ქუთაისის ჟურნალ ,,განთიადის“ რედაქციაში კორექტორად, ლიტმუშაკად. 1991 წელს მწერალთა ჯგუფთან ერთად დააფუძნა მწერალთა ასოციაცია ,,ურანი“. იყო მისი პასუხისმგებელი მდივანი.
1999 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა ხელოვანთა კავშირი ,,მარიოტა“. იყო ამავე კავშირის ხელმძღვანელი. 2004 წლიდან მწერალთა ჯგუფთან ერთად დააფუძნა ლიტერატურულ–საზოგადოებრივი გაზეთი ,,ენიგმა“, რომელიც 2006 წლიდან ჟურნალის სახით გამოიცემა.
1993 წელს მისი ლექსები შევიდა ქართული ახალგაზრდული პოეზიის ანთოლოგიაში.
1996 წელს გამოსცა ლექსების კრებული ,,ასფალტის ყვავილები“.
1996 წელს ზღაპრის წიგნი ,,ქრისტესია“.
2001 წელს მისი ინიციატივით გამოვიდა საბავშვო ლექსების კრებული ,,ლილე“.
2002 წელს კავკასიური სახლის ლიტერატურულმა გამოცემამ_ ,,ალტერნატივა“, მწერლის მოთხრობა_ უკან არ მიიხედო, წლის საუკეთესო ნაწარმოებად აღიარა.
2005 წელს მოთხრობა შევიდა კავკასიური სახლის მიერ გამოცემულ ორტომეულში_ ,,ქალი, სახე და პრობლემა“.
2006 წელს გამოსცა ლექსების კრებული ,,ანბანური პერიოდი“.
2008 წელს მოთხრობების კრებული.
2008 წელს მოსწავლე–ახალგაზრდობისთვის დააფუძნა მამა ანდრია ყურაშვილის სახელობის მკითხველთა მოძრავი კლუბი, წიგნების ჟურნალების წარდგენა მოაწყო ჩვენი ქვეყნის ათამდე ქალაქში.
2009 წელს ხელმძღვანელობდა ზღაპარ ,,ქრისტესიას“ ინსცენირებას მოსწავლეთა მონაწილეობით და მის წარმოდგენას ლ. მესხიშვილის სახელობის სცენაზე, იყო ამ სპექტაკლის კურატორი და ერთერთი როლის შემსრულებელი.
2009 წელს თანარედაქტორობით გამოსცა ქუთაისელ პოეტთა პოეზიის ანთოლოგია, სახელწოდებით ,,მზეკაბანი“
არის არაერთი კულტურული პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორი ქუთაისში.
No comments:
Post a Comment