Tuesday, September 13, 2011

შიო მღვიმელი

ქართული საბავშვო მწერლობის ერთერთი ფუძემდებელი შიო ილარიონის ძე მღვიმელი (ნამდვილი გვარი ქუჩუკაშვილი) დაიბადა 1866 წლის 12 თებერვალს, სოფ. ბრეთში (ახლანდელი ქარელის რაიონი), მღვდლის ოჯახში. გორის სამოქალაქო სასწავლებლის დამთავრების (1887) შემდეგ თბილისში მუშობდა ჯერქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისწიგნის მაღაზიის გამგედ, ხოლო 1909 წლიდანქართულ ჟურნალ-გაზეთბის რედაქციებში კორექტორად. მღვიმელის პირველი ლექსიდილა“ 1885 წელს გაზეთდროებაშიგამოქვეყნდა, პირველი საბავშვო ლექსები — 1887 წელს. 1891 წელს მისი ლექსები ცალკე გამოიცა პატარ-პატარა წიგნებად.შიო მღვიმელი თანამშრომლობდა ჟურნალებშიჯეჯილსადანაკადულში”, შემდეგპიონერსადაოქტომბრელში”. მღვიმელის ლექსებიია”, “ია და მზე”, “შოშია და ბავშვები”, “გაზაფხული”, “ყინვა და გულადიდა ბევრი სხვა მოზარდ თაობას ჰუმანიზმს, შრომისმოყვარეობასა და პატიოსნებას, პატრიოტიზმსა და სიკეთეს უნერგავდა, აგრეთვე გადმოკეთებული აქვს, ორიგინალიდან ზღაპრები (“რწყილი და ჭიანჭველა”, “ყვინჩილა და ფისო”, “ძუნწიდა სხვა). პოეტური ენის სისადავე, ხალხურ პოეზიასთან სიახლოვე მღვიმელს ერთი მხრით, აკაკი წერეთლის სკოლის პოეტებთან, მეორე მხრით კი ვაჟა ფშაველასთან ანათესავებდა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბევრ გამოჩენილ მწერალთან, განსაკუთრებით ვაჟაფშაველასთან. კომუნისტურმა რეჟიმმა გარკვეულად ჩრდილში მოაქცია ამ მართლაც სახალხო პოეტის საქმიანობა, რადგან იგი არასოდეს უმღეროდა კომუნისტურ იდეებს და სულ ელოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისინი წავიდოდნენ საქართველოდან.
          1915 წელს ეკატერინე გაბაშვილის თაოსნობითა და ვაჟა-ფშაველას მხარდაჭერით წამოწყებული კამპანია, ჩატარებულიყო შიო-მღვიმელის იუბილე და ჯეროვანი პატივი მიეგო საზოგადოებას მისი შემოქმედებისათვის, 1916 წელს წარმატებით დაგვირგვინდა და დიდი შემოქმედებითი საღამოც ჩატარდა. დაიბეჭდა გამოკვლევები მის საბავშვო ლიტერატურაზემას ივანე გომართელმა "ბავშვების აკაკი" უწოდა.  1923 წელს შიო მღვიმელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მწერლის წოდება. გარდაიცვალა 1933 წლის 29 დეკემბერს, თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისში არის შიო მღვიმელის ქუჩა. დაწესებულია "შიო მღვიმელის პრემია", რომელიც 1976 წელს დაარსა პოეტ ხუტა ბერულავას ინიციატივით საქარველოს მწერალთა კავშირმა. ეს პრემია ენიჭებოდა საბავშვო მწერლებს განსაკუთრებული ღვაწლისათვის საბავშვო ლიტერატურაში. აღსანიშნავია, რომ ამ პრემიის პირველი ლაურეატი შიო მღვიმელის ქალიშვილი, მწერალი და დრამატურგი ქეთევან ქუჩუკაშვილი იყო.


No comments:

Post a Comment