დაიბადა 1950 წლის 23 ნოემბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, ფერწერის ფაკულტეტზე. 1971-72 წლებში სწავლობდა ამირან შალიკაშვილის პანტომიის სტუდიაში. იყო გორკის სახელობის კულტურის სახლის მოსწავლე-ახალგაზრდობის თეატრის დასის მსახიობი. 1972-74 წლებში კი იყო ზუგდიდის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.
სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტის საკლუბო-სარეჯისორო ფაკულტეტზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტკის ფაკულტეტზე. მუშაობდა საქართველოს რადიოს პირველი არხის კორესპონდენტად, სოფელ ოირემეს 9-წლიანი სკოლის ხატვა-ხაზვის პედაგოგად. თბილისის მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდის სახლის მასწავლებლად.
მისი პირველი მოთხრობა დაიბეჭდა ზუგდიდის რაიონულ გაზეთში. 1983 წელს, ჟურნალ “დილაში” აქვეყნებს პირველ საბავშვო მოთხრობას. გამოქვეყნებული აქვს 60-მდე საბავშვო მოთხრობა. თარგმნილია რუსულ ენაზე და დაბეჭდილია ჯურნალ “კალაბოკში”. მისი სადიდო პროზაული ნაწარმოებები გამოქვეყნებულია ჟურნალ “ცისკარში”, “ლიტერატურულ საქართველოში”.
ცხოვრობს თბილისში. ჰყავს ორი ქალიშვილი.
No comments:
Post a Comment