1870წლის 1 იანვარს გაზეთ "დროებაში" დაიბეჭდა პატარა მოთხრობა" "გლეხკაცების აზრი სასოფლო სკოლაზედ", რომელსაც ხელს აწერა ეკატერინე თარხან-მოურავი. კიდევ ორიოდ პუბლიკაციის შემდეგ ავტორი უკვე გაბაშვილის (ქმრის) გვარით აქვეყნებს ნაწარმოებებს და საბოლოოდ ქართულ მწერლობაში ეკატერინე გაბაშვილის სახელით იმკვიდრებს ადგილს.
მაგრამ სჯობს ყველაფერი თავიდან დავიწყოთ:
1851 წლის 16 ივნისს (ძველი სტილით) ქალაქ გორში თავად რევაზ ბაადურის ძე თარხნიშვილს (თარხან-მოურავს) და სოფიო ბაგრატიონ-დავითაშვილს შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც ეკატერინე დაარქვეს... ბედისწერამ ინება, რომ ხუთი წლის გოგონა და მისი უმცროსი ძმა სოსიკო დედით ობოლი დარჩენილიყვნენ. ბავშვებს ხსოვნაში ჩარჩათ ის შემზარავი ღამე, როდესაც თარხნიაანთ სახლი სოფელ ახალქალაქში უეცრად ატეხილმა წივილ-კივილმა მოიცვა. იმ დღიდან დაიწყო მათთვის უდედოდ ცხოვრება და დედის სახე თანდათან გაფერმკრთალდა მოგონებებში. მაგრამ ოჯახის წევრთა გადმოცემაში დიდხანს (თვით შვილიშვილთა შვილებამდე) ცოცხლობდა რომანტიული ხატი სილამაზით და სიხალისით სავსე ახალგაზრდა ქალისა, რომელიც შეუდარებელი სინარნარით ცეკვავდა ლეკურს, საოცარი ტკბილი ხმით მღეროდა და ამავე დროს, ვაჟკაცებს ტოლს არ უდებდა ჯირითსა და სროლაში. ვახტანგ ბაგრატიონი თავის ერთადერთ შვილს მამულის პატრონად, მემკვიდრედ ზრდიდა და მხედრულ ზნეს უნერგავდა, ხასიათის სიმტკიცეს უმუშავებდა. შემდგომ ახლობლები ამბობდნენ, რომ ეს თვისებები დედისგან ეკატერინეს გადმოეცა.მაგრამ სჯობს ყველაფერი თავიდან დავიწყოთ:
მცირეწლოვანი შვილების აღზრდა რევაზ თარხნიშვილმა მიანდო თავის სიდედრს, რომელიც ჭკუადამჯდარი, თადარიგიანი და ამასთანავე, მკაცრი ბუნების ქალბატონი ბრძანდებოდა. "შვილი მტრულად გაზარდე, მოყვრულად გამოგადგებაო" - ასეთი იყო მისი აღმზრდელობითი დევიზი.
ბავშვობის წლები მეტად გაუხარელი ექნებოდა პატარა და-ძმას, სულ გორში რომ ეცხოვრათ, ბებოს სახლში გამომწყვდეულებს და არ ყოფილიყო დედის სოფელი ფლევი (სურამთან ახლოს) და მამის სოფელი ახალქალაქი (ნოსტესა და ერთაწმინდას ახლოს). ეს შუაგული ქართლის სოფლები, უებრო ქართლურ კილოზე მოლაპარაკე გლეხის გოგო-ბიჭები, მათთან ნავარდი ტყეში თუ მინდვრად, თიბვაში, მკაში თუ კალოზე, უდიდეს სილაღეს განაცდევინებდა ბავშვებს. და ისინი, მოუცლელი ბებიის მკაცრ მზერას განრიდებულები, თავისუფლების ნეტარებას ეძლეოდნენ. ამავე დროს, უშუალო მონაწილენი ხდებოდნენ თავისი მშობელი ხალხის ცხოვრებისა, გულსა და გონებაში ებეჭდებოდათ მისი ზნე-ჩვეულება თუ ჭირ-ვარამი. მოგვიანებით ყოველივე ამან თავი იჩინა მწერალი ქალის შემოქმედებაში.
ბავშვებისათვის ზეიმი იყო, როცა მამა გორის ციხეზე აიყვანდა მათ და ქართლის ველების, ხეობების, მტა-გორების ცქერით მოხიბლულებს საქართველოს გმირული წარსულის ამბებს მოუყვებოდა. მათ გულში ეს ამბები შემოდიოდა სამშობლოს სილამაზესა და მამის დარბაისლურ ქართულთან შეზავებული... საერთოდ, მამა იყო მათი გზამკვლევი და გეზის მიმცემი ცხოვრებაში; ქართული წერა-კითხვაც მამამ ასწავლა პატარებს.
რევაზ თარხნიშვილმა თბილისის პირველი გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დამოუკიდებლად შეისწავლა იურისპრუდენცია და ჯერ სასამართლოს მდივნად, ხოლო შემდეგ ვექილად მუშაობდა თბილისში; მამა-პაპეული ადგილ-მამულის მოვლაზე მეტად თავის პროფესიულ საქმეებში იყო ჩართული და შვილებისათვის სერიოზული განათლების მიცემაზე ოცნებობდა. ბებია ბარბარესაგან განსხვავებით (რომელიც თვლიდა, რომ ქალს დიდი სწავლით თავის შეწუხება არ სჭირდება, მთავარია იცოდეს ოჯახის საქმე და დროზე გათხოვდესო), რევაზს მიაჩნდა, რომ დადგა დრო, როდესაც ქალმა მამაკაცის მხარდამხარ უნდა იღვაწოს საზოგადოებრივ ასპარეზზე. ამიტომ ისედაც სწავლა-მოწყურებულ გოგონას დღენიადაგ შთააგონებდა ცოდნის სიკეთეს.
თუმცა, უნდა ითქვას, რონ ის კერძო მასწავლებლები თუ სასწავლებლები, რომლებიც თავდაპირველად შეურჩია მამამ პატარა კატოს გორსა თუ თბილისში ვერ აღმოაჩენდნენ სათანადო დონისა და გოგონას განათლება ერთობ მოიკოჭლებდა, ვიდრე 11 წლის ასაკში (1862 წელს) რევაზმა იგი თბილისში გოლოვინის (ახლანდელი რუსთაველის) პროსპექტზე მდებარე მადამ ფავრის პანსიონში არ მიაბარა. აქ სწავლობდნენ თავად-აზნაურთა და წარჩინებულ მოხელეთა შვილები. ევგენია ფავრი (მამით ნიკოს მარის უფროსი და) თავისუფლად მოაზროვნე ქალბატონი იყო. თვით იგი ასწავლიდა ფრანგულ ენას, მანერებს და ესთეტიკას. რაც მთავარია, მას პანსიონში უაღრესად განათლებული მასწავლებლები ჰყავდა მიწვეული. ესენი იყვნენ პოლონელი პოლიტიკური ემიგრანტები, მეფის მთავრობის მიერ უკრაინიდან და რუსეთიდან გადმოსახლებული პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები - პროფესორები, პედაგოგები... ვინაიდან პოლიტიკური არასაიმედობის" გამო მათ სახელმწიფო სკოლებში არ ირებდნენ, ისინი იძულებულნი იყვნენ კერძო პანსიონში ემუშავნათ მცირე გასამრჯელოთი. ეს, რა თქმა უნდა, ხელს აძლევდა პანსიონის მეპატრონეს. ამასთანავე, რადგან ოფიციალური ინსპექტორები კერძო სკოლებს არ აკონტროლებდნენ, ამ პედადგოგთა თავისუფალი აზროვნება პანსიონს ავტორიტეტს უქმნიდა მოწინავე საზოგადოების თვალში. ისინი საქართველოს კულტურასაც ჯეროვნად იცნობდნენ და მოწაფეებს ქართველი ერის ღირსებაზეც ესაუბრებოდნენ. ამ მხრივ გამოირჩეოდა პოლონელი პროფესორი გულაკი, რომელსაც შესანიშნავად შეუთვისებია ქართული ენა და ისე ღრმად შეუსწავლია "ვეფხისტყაოსანი", რომ დიდი წარმატებით წაუკითხავს საჯარო ლექცია პოემის გარსემო და წუხილი გამოუთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს სკოლებში არ შეისწავლებოდა ეს გენიალური ნაწარმოებები, რომელიც მისი რწმენით მომავალში უთუოდ მოიპოვებდა ზოგადსაკაცობრიო აღიარებას.
დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია მომავალ მწერალზე აგრეთვე რუსული ენის მასწავლებელს (შემდგომში კიევის უნივერსიტეტის პროფესორს), იუშკოვს, რომელიც მოწაფეებს ისევე ღრმად და სერიოზულად ასწავლიდა პუშკინს, ლერმონტოვს, განსაკუთრებით გოგოლს, როგორც სტუდენტებს. ეკატერინე დიდი გატაცებით ეწაფებოდა მისი ლექცია-გაკვეთილებით მიღებულ ცოდნას და საერთოდ, პანსიონში სულმოუთქმელად კითხულობდა რუსული და ევროპული ლიტერატურის შედევრებს. გულმოდგინედ სწავლობდა ისტორიას, გეოგრაფიას, ბუნებისმეტყველებს, იქვე ეზიარა პოლიტიკურ აზროვნებას.
მაგრამ, რაც მეტად მნიშვნელოვანია, მადამ ფავრის პანსიონში მაღალ დონეზე იდგა ქართული ენის სწავლება. პედაგოგებად მუშაობდნენ ღირსეული მამულიშვილები - ნიკო დედაბრიშვილი, ნიკო ინაშვილი, ალექსანდრე ცაგარელი. გარდა ქართული ენისა და კულტურისადმი სიყვარულის გაღვივებისა, ისინი ეროვნულ-განმათავისუფლებელ იდეებს უნერგავდნენ შეგირდებს და თავისი მოღვაწეობით სამშობლოს მსახურების მაგალითს აძლევდნენ მათ.
პანსიონის ხშირი სტუმარი იყო იაკობ გოგებაშვილი. იგი ჩვეული გულმოდგინებით და გატაცებით უზიარებდა მოსწავლეებს მშობლიური ენის სწავლების მისულ მეთოდებს; ამავე დროს, ესაუბრებოდა მოზარდებს იმ საპატიო მისიის შესახებ, რომლის შესრულება შეეძლო ქალს, თუ იგი თავს იდებდა ხალხში განათლების გავრცელების მამულიშვილურ საქმეს. ეკატერინეს მოგონებიდან ვიცით, რომ გამოსაშვებ გამოცდაზე 1868 წელს მან დიდი პედაგოგებისაგან საჩუქრად მიიღო პირველდაწყებითი სახელმძღვანელო სამახსოვრო წარწერით, რაც ყველა ჯილდოზე ძვირფასი იყო მისთვის.
რევაზ თარხნიშვილს, მისდა სამწუხაროდ, მატერიალური საშუალება არ აღმოაჩნდა, რომ თავისი სათაყვანებელი ქქალიშვილი რუსეთის ან უცხოეთის რომელიმე უნივერსიტეტში გაეგზავნა (მაშინ ხომ საქართველოში უმაღლესი სასწავლებელი არ იყო). მაგრამ ეკატერინეს გული არ გაუტეხია. 17 წლის ქალიშვილმა იაკობ გოგებაშვილის ნაჩუქარი წიგნით, როგორც ავგაროზით, გორს მიაშურა, - თავის ბავშვობის ქალაქს და მალე იქ დაიწყო მასწავლებლობა სომეხი სამღვდელოების სახსრებით გახსნილ ქალთა სკოლაში. რამდენიმე თვეში გოგებაშვილის მეთოდით შესანიშნავად შეასწავლა ქართული წერა-კითხვა თავის შეგირდებს და შემდგომ უშინსკის "Родное слово"-თი რუსულის სწავლება დაუწყო. დროისა და ენერგიის დაუზოგავად წვრთნიდა იგი პატარებს სკოლაში, რომლის გამგე და ერთადერთი მასწავლებელი თვითონ იყო, და წლის ბოლოსთვის ბრწყინვალე შედეგს მიაღწია. გამოცდა საჯარო იყო, დამსწრე საზოგადოების აღტაცება - საყოველთაო. მის მოსწავლეთა ნაწილი მაინც, სხვადასხვა სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად ჩააბარებდა გამოცდებს...
ეკატერინე გაბაშვილის პედაგოგიურ მოღვაწეობაზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ხალხში განათლების შეტანის იდეა ერთ-ერთი ძირითადი თემაა მისი მხატვრული შემოქმედებისაც... აქ ზედმეტი არ იქნება მოვიგონოთ მამის მიერ მისდამი 1870 წელს მიწერილი ბარათი, რომელშიც იგი ურჩევს შვილს წიგნები გამორჩევით იკითხოს: "... ბევრი კარგი და გამოსადეგარი აზრები და საქმეზე შემხებელი წაიკითხე, საქმით გაამართლებინე, რაც ქაღალდზე წერია მანდა". ამ სიტყვებში და სხვაგანაც ჩანს, რომ მამა მარტო ცოდნას კი არა, ცოდნის სასიკეთოდ გამოყენებას თვლის ღირსეულ საქმედ და სწორედ ამას მოითხოვს შვილებისაგან. მამის ბარათები გვარწმუნებდნენ, რომ გარდა საქვეყნოდ ცნობილი ეროვნული მოღვაწეებისა, საქართველოს თავად-აზნაურთა წრეში იყო ოჯახები, სადაც ძლიერი იყო ეროვნული სულისკვეთება და სურვილი ხალხისთვის სამსახურის გაწევისა. ამ სამსახურის ერთ-ერთ ძირითად ფორმად სწორედ ხალხში განათლების შეტანა ითვლებოდა. ეს იდეა 70-იან წლებში თავის მრწამსად აქციეს ხალხოსანმა მწერლებმა (ნიკო ლომოური, სოფრომ მგალოაბლიშვილი და სხვ.) მომავალი მწერალი ქალის, როგორც შემოქმედება, ისე პრაქტიკული საქმიანობა სწორედ ამ იდეათა წრეში ტრიალებდა. მაგრამ, როგორც დავინახეთ, ამას მხოლოდ ხალხოსნების გავლენას ვერ მივაწერთ. ეს იყო ოჯახის, მოწინავე ქართული საზოგადოების საერთო განწყობილებაა და, რაც მთავარია, მესამოციანელთა მთელი თაობის მიერ შემზადებული მყარი ნიადაგი. ამ მხრივ მაგალითის მომცემი იყო ი.ჭავჭავაძის და ი. გოგებაშვილის ერთობლივი მოღვაწეობა. მათი ძალისხმევით დაარსდა 1879 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.
რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძის ეროვნულ მოძღვრებას ახალაგაზრდა ეკატერინე მანამდე იცნობდა, ვიდრე ამ ბუმბერაზ პიროვნებას უშუალოდ გაიცნობდა. მაგრამ მისთვის მთელ სიცოცხლეში სამახსოვროდ დარჩა ილიას გაცნობის დღე. ეს იყო 1871 წლის ზამთარში, როდესაც ეკატერინე უკვე თბილისში ცხოვრობდა და გაზეთ "დროებაში" კიდევ ერთი პატარა მოთხრობა ჰქონდა გამოქვეყნებული. "დროების" თანამშრომელმა, მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, პეტრე უმიკაშვილმა 20 წლის ქალიშვილის მიერ ჯერ კიდევ გაუწაფავი ხელით დაწერილ მოთხრობაში ნამდვილი მწერლური შეიცნო და წაახალისა ახალბედა შემოქმედი, - "პირველი ქართველი ბელეტრისტი ქალი" უწოდა და "დროებაში" თანამშრომლობა შესთავაზა. სხვებმაც მიაქციეს ყურადღება მის სამწერლო ასპარეზზე გამოცენას.
დააი, ეკატერინე თარხან-მოურავს ვხედავთ გიორგი წერეთლის ოჯახში მიწვეულ მოწინავე ქართველი საზოგადოების წევრთა შორის, სადაც ილია ჭავჭავაძე საჯაროდ კითხულობს "კაცია-ადამიანს?!" ეს თავყრილობა იმითაც გახდა ეკატერინესთვის სამახსოვრო,რომ აქ მან გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე - ალექსანდრე გაბაშვილი, ეროვნული და ხალხოსნური იდეებით გატაცებული, განათლებული ახალგაზრდა; იგი სერიოზულად იყო დაინტერესებული სოფლის მეურნეობის გაუმჯობესების პრობლემებით, ადგენდა პროექტებს მიწის კულტურული დამუშავებისათვის, რადგან მიაჩნდა, რომ ამით შეიძლებოდა არაადამიანურ პირობებში მცხოვრები ქართული სოფლის სიღატაკიდან გამოყვანა. ამ ნიადაგზე დამეგობრდნენ ალექსანდრე გაბაშვილი და ეკატერინე თარხნიშვილი, რომელსაც კალამი სწორედ იმ ტვირთმძიმე ხალხის სიყვარულმა ააღებინა, ბავშვობიდანვე რომ თავის განუყოფელ ნაწილად მიაჩნდა.
მეგობრობა თანდათან სიყვარულში გადაიზარდა. რევაზ ტარხნიშვილმა თავისი ქალიშვილლისათვის სასურველ საქმროდ მიიჩნია თამამოაზრე ახალგაზრდა და მათი სიყვარული დალოცა.
ახზალგაზრდა ცოლ-ქმარმა თავიანთი უტოპიური იდეების განხორციელება გაბაშვილის მამულში სცადეს, სოფელ თხინვალში. მათ ფერმაც კი დააარსეს, მაგრამ გამოუცდელობამ და მხარდაჭერის უქონლობამ მათ ენთუზიაზმს ფრთები სეაკვეცა. ეკატერინემ ამჯობინა, თხინვალში ქალთა სკოლა დაეარსებინა. ბოლოს იგი თბილისში გადავიდა ქმართან ერტად.
კარგა ხნით ეკატერინე მოწყდა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას. ,ას 11 შვილი შეეძინა, როიმელთაგან 6 დაეღუპა მცირე ასაკში. მხოლოდ ორი ვაჟი და სამი ქალი შერჩა და გაზარდა. ასეთი დიდი ოჯახის პატრონი ქალითვის ძნელი იყო სამქწერლო მოღვაწეობის გაგრძელება და მთელი ათი წლის განმავლობაში მას აღარაფერი გამოუქვეყნებია.
1881 წელს, 10 წლის დუმილის შემდეგ ჟურნალ "ივერიაში" გამოქვეყნდა ეკატერინე გაბაშვილის "რომანი დიდხევში"", უკვე სერიოზული ლიტერატურული ნაწარმოები, მკაფიოდ გამოხატული სტილით, მსოფლმხედველობითა და თემატიკით. მწერალი წალისთვის დიდი სეფაება იყო ილიას სიტყვები, რომლებიც მისმა მეგობარმა კეკე მესხმა (სერგი მესხის მეუღლემ) გადასცა: "უთუოდ მაგ ქალს ზეპირად აქვს ნაწავლი ვიქტორ ჰიუგოს რომანები, რომ მაგგვარად მიუღწევია მაგ სტილის მიომსგავსება. ამ "რუსინკების" გამრავლების დროს ეგ რა მანქანებით გადარჩენილა მაგგვარ უბედურებას და ქართულის ცოდნა არ დაუთრგუნიაო".
საბჭოთა ხელისუფლების წლებში რამდენჯერმე გამოიცა ეკ. გაბაშვილის მოთხრობათა კრებულები. ლიტერატურის მკვლევარებმა მის სემოქმედებას მიუძღვნეს საგულისხმო სტატიები და გამოკვლებვები.
1879 წელს, როდესაც ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის თაოსნობით დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავცელებელი საზოგადოება, ეკ. გაბაშვილი მისი გამგეობის წევრად აირრჩიეს. 12 წელიწადი იგი იყო აქტიური წევრი ამ გამგეობისა. ოლღა ჭავჭავაძესთან ერთად აწყობდა საქველმოქმედო ბაზრობებს, რომელთა ორგანიზებას და გაძღოლას დიდი დრო და ენერგია სჭირდებოდა და პირველ ხანებში დიდი შემოსავალიც მოჰქონდა.
ეკ. გაბაშვილი იყო ჟურნალ "ჯეჯილის" დაარსების (1904წ) ერთერთი მოთავე იაკობ გოგებაშვილთან, სოფრომ მგალობლიშვილთან, გიორგი წერეთელთან, ანასტასია თუმანიშვილ-წერეტელთან ერთად. ასევე თანამშრომლობა ჟურნალ ”ნაკადულთან”.
ეკატერინე გაბაშვილის მრავალმხრივი მოღვაწეობა დიდიად დააფასა მისმა თანამედროვე საზოგადოებამ. ”ბედნიერი მანდილოსნის” სახელით ცნობილი მწერალი ქალი მუდან პატივისცემით იყო გარემოსილი.

No comments:
Post a Comment