Sunday, September 11, 2011

დალი მუხაძე

დაიბადა 1957 წლის 19 ოქტომბერს. 1986 წელს დაამთავრა ი.ნიკოლოძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი ა.პოპიაშვილის კლასი-ფერწერა. რამდენიმე პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილეა. მისი ფერწერულ ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში: საბერძნეთში, ჰოლანდიაში, შვეიცარიაში, აშშ-ში, მოსკოვში. 1996 წელს ისლანდიაში გამოიცა დალი მუხაძის ილუსტრირებული “შუშანიკის წამება”. ამის შემდეგ იგი ინტენსიურად იწყებს მუშაობას წიგნის ილუსტრაციაში. თანამშრომლობს გამომცემლობებთან “შემეცნება”, “საქართველოს მაცნე”, “კლიო” და სხვა. ამჟამად მუშაობს აფხაზეთის მწერალთა კავშირის საყმაწვილო ჟურნალ “იალქნის” მხატვრად. ასევე ქართული ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგედ. ავტორია ორი პოეტური კრებულისა.
 

No comments:

Post a Comment