Thursday, September 8, 2011



ლიტერატურული

ინოვაციები

ბავშვთა

ორიენტირები








"ლიბო" წარმოადგენს საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდს, რომელიც საქართველოში, თბილისში, 2006 წელს შეიქმნა საბავშვო მწერლების  ირმა მალაციძისა და მარიამ წიკლაურის თაოსნობით.  "ლიბო" საძირკველს ნიშნავს და აქედან ჩანს ფონდის სამოქმედო სფეროც და მიზნებიც.

ფონდის შექმნის აუცილებლობა გვიკარნახა საქართველოში, ბოლო 15-20 წლის განმავლობაში არსებულმა  დამოკიდებულებამ ქართველი საბავშვო ავტორებისა და საბავშვო ლიტერატურის მიმართ. ზოგადად საგამომცემლო საქმიანობის განვითარებისა და აღმასვლის მიუხედავად, ქართველი ავტორები ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. ეს ეხება წიგნის გამოცემას, ავტორების პოპულარიზაციას, კითხვის პოლიტიკის წარმოებას, საბავშვო ლიტერატურული კონკურსებსა და ლიტერატურულ კონკურსებში საბავშვო ლიტერატურის ნომინაციებს, საავტორო უფლებების დაცვას, საბიბლიოთეკო შესყიდვებს  და ასე შემდეგ.

ამიტომ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებმა გადავწყვიტეთ, ჩვენი ძალებით გადაგველახა ზემოთ აღნიშნული პრობლემები. თუმცა ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა. ფონდი თავისი საქმიანობით ცდილობს გარკვეული ვაკუუმი ამოავსოს, რომელიც არსებობს საბავშვო ლიტერატურის სფეროში და მშობლებს, პედაგოგებს, ბიბლიოთეკარებსა და ყველა დაინტერსებულ ადამიანს დაეხმაროს საბავშვო ლიტერატურის ცოცხალი პროცესისადმი თვალის მიდევნებაში.

ფონდმა არსებობის 5 წლის მანძილზე, მხოლოდ ენთუზიაზმზე დაყრდნობით, ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩაატარა და გარკვეულ შედეგებსაც მიაღწია. შეძლო, საზოგადოება დაეფიქრებინა ამ სფეროს პრობლემებზე. გვაქვს ბევრი ახალი წინადადება და იდეა, რომლის განხორციელებაც დაეხმარება არა მხოლოდ ქართველ ავტორებს, არამედ მკითხველს, ანუ ბავშვებს. უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ საქმიანობაში ფინანსურთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მორალურ თანადგომასაც, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და ყურადღების გააქტიურებას ამა თუ იმ კონკრეტული საკითხის მიმართფონდის გვერდი ყველა თაობის საბავშვო მწერალი დგას და აქტიურად იღებს მონაწილეობას ფონდის საქმიანობაში, რადგან თვლის, რომ ეს საერთო პრობლემების მოგვარების გზააჩვენი საიტი ბევრ საინტერესო მასალას შემოგთავაზებთ.
   

No comments:

Post a Comment