Thursday, November 24, 2011

ნანა კაციაშვილი



დაიბადა 1969 წელს თბილისში. 1992-ში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1998-ში დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

მისი პროზაული ნაწარმოებები, საბავშვო მოთხრობები და ზღაპრები 2003 წლიდან ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. არის სხვადასხვა სარეკლამო რგოლების სცენარების ავტორი. მისი სცენარების მიხედვით “SAVE THE CHILDREN”-ისა და ტელევიზია ”იმედის” მიერ გადაღებულია 3 თოჯინური ფილმი საბავშვო სერიალისთვის ”ჩვენი ეზო”.
მონაწილეა ქართულ-შვედური ვორქშოპის, რომელიც ერთობლივი საბავშვო წიგნების შექმნას ისახავს მიზნად. არის ”პენ-მარათონის” 2004 წლის ფინალისტი. გამოცემულია მისი საბავშვო წიგნები: ”ცხვირა ჩემპიონი” (ერთი ზღაპარი), ”მზის სხივი” (ზღაპრების კრებული). ”ნაკადულის” მიერ გამოცემულ საბავშვო ნაწარმოებების კრებულში შესულია ერთი ზღაპარი.

No comments:

Post a Comment