დაიბადა ქ. თბილისში 1970 წლის 13 ნოემბერს. 1994 წ. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1992 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა პერიოდულ გამომცემლობებში ჟურნალისტად. არის ა/ო ჟურნალისტთა ასოციაციის “გენდერ-მედია-კავკასია” წევრი. 2007 წელს დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) PR-სკოლა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალობით.
1995 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი - გრაფიკოსი, თვითნასწავლი მხატვარი, პერსონალური თუ ერთობლივი გამოფენების მონაწილე საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ. დასურათებული აქვს წიგნები: მაია ნადარეიშვილი-დე-გრაფის პუბლიცისტური კრებული “ვოკალიზები”, კობა რობაქიძის ლექსების კრებული “აერობარი”, ირმა ანდრიაძის ზღაპრების კრებული “წათე და უხილავი მეგობარი”, ირმა მალაციძის ზღაპრების კრებული “ქერამუჭას სკოლა”, ეკა ქევანიშვილის ლექსების კრებული.
2005 წლიდან თანამშრომლობს ლიტერატურულ გამოცემებთან: დებიუტი შედგა გაზეთ “წიგნებში” (მოთხრობა “საახალწლო საკითხავი”), მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსებში, გამარჯვებული მოთხრობები შესულია კრებულებში: “წერო-2006”, “წერო-2009” (ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” სპეციალური პრიზი მოთხრობისათვის “მისი სახლი”), “Pენმარათონი 2007”.
2009 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების კრებული “ქიშმიშიანი ამბები”.
No comments:
Post a Comment