ხალხური შემოქმედება არის ფოლკლორი, ხალხის შემოქმედებითი მოღვაწეობა; ხალხის მიერ შექმნილი და მის ყოფაში გავრცელებული ზეპირსიტყვიერება, მუსიკა, თეატრი, ცეკვა, არქიტექტურა, სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება.
ხალხური ზეპირსიტყვიერება ჩამოყალიბდა უძველეს ხანაში და იმ საზოგადოების წეს-ჩვეულებისა და რელიგიურ-მითოლოგიურ შეხედულებებს ასახავდა. საზოგადოების სოციალური დიფერენციაციის პროცესში ჩამოყალიბდა ხალხური ზეპირსიტყვიერების სხვადასხვა ჟანრი, რომლებიც შემდგომში საფუძვლად დაედო წერილობით ძეგლებს.
ხალხური ზეპირსიტყვიერება თავიდანვე განუყოფელი იყო ხალხური შემოქმედების სხვა დარგებისგან, კერძოდ, მუსიკისა და ცეკვა-სიმღერისაგან. ამ დროს ხალხური ნაწარმოების შესრულება, როგორც წესი, გუნდურად ხდებოდა. პიროვნების თვითშეგნების ზრდასთან ერთად თანდათან მეტი მნიშვნელონა ენიჭებოდა სიტყვას, რაც განაპირობებდა ზეპირსიტყვიერი ჟანრების დამოუკიდებლად არსებობას. ამასთან, წმინდა პოეტური ჟანრები (ლირიკული ლექსები, ბალადები) ბოლომდე ინარჩუნებენ სიმღერით შესრულების ტრადიციას.
თავისი ფორმითა და გამომხატველობითი საშუალებებით ხალხური ზეპირსიტყვიერება ახლოს დგას წერილობით მხატვრულ ლიტერატურასთან, მაგრამ არის პრინციპული სხვაობაც. ლიტერატურისაგან განსხვავებით, ზეპირსიტყვოერება კოლექტიური შემოქმედებაა, სადაც ავტორის როლი შეზღუდულია. სწორეს კოლექტიურობა, როგორც ზეპირსიტყვიერების არსებითი სპეციფიკური ნიშანი, განაპირობებს ხალხური ზეპირსიტყვიერების სხვა ისეთ დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, როგორიცაა ანონიმურობა, ვარიანტულობა და ა.შ. ხალხური ზეპირსიტყვიერების კოლექტიურობა არ გამორიცხავს ცალკეული ნიჭიერი შემსრულებლის წვლილს მის შექმნასა და განვითარებაში. ამდენად, იგი წარმოადგენს კოლექტიური და ინდივიდუალურ შემოქმედების დიალექტურ ერთიანობას. სხვადასხვა ხალხის ზეპირსიტყვიერება ღრმად ეროვნულია. მასში რელიეფურად არის ასახული ამ ხალხის ეროვნული იდეალები, ზნე-ჩვეულებანი, ყოფა-ცხოვრების წესები. ამასთან ერთად სხვადასხვა ხალხის ზეპირსიტყვიერება ბევრს საერთოს შეიცავს. მაგ: ქართული ხალხური ზღაპრების მოტივს, მხატვრულ სახეს და ზოგჯერ სიუჟეტებსაც კი მოეპოვებათ პარალელები მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ზღაპრებში, რაც შეიძლება აიხსნას, ან საერთო წყაროდან მომდინარეობით, ან ისტორიულ-კულტურული ურთიერთობებით, ან მსგავსი საზოგადოებრივ-ეკონომიკური პირობებით.
ხალხური მხატვრული ზეპირსიტყვიერება ნაწილობრივად მრავალფეროვანია: ჯერ კიდევ წერილობითი ლიტერატურის აღმოცენებამდე მასში ჩამოყალიბდა თითქმის ყველა ჟანრი – ეპიკური, ლირიკული და დრამატული. ამ ვითარებას კარგად გამოხატავს, მრავალსაუკუნოვანი ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერება. ძირითადად იგი შემდეგი ჟანრობროვი სისტემის სახით წარმოგვიდგება:
ეპოსი – თქმულება (ისტორიული, ტოპონიმიკური, საგმირო), მითი (კოსმოგონიური, ეტიოლოგიური, თეოლოგიური), გადმოცემა (კოსმოგონიური, ტოპონომიკური, ისტორიული, საგმირო, დემონოლოგიური), ლეგენდა (სარწმუნოებრივი, დემონოლოგიური), ზღაპარი (ცხოველთა შესახებ, საგმირო, ფანტასტიკა, ჯადოსნური საყოფაცხოვრებო – ნოველისტური), სიმღერა (მითოლოგიური, საგმირო, ისტორიული), ბალადა (მითოლოგიური, საგმირო, ისტორიული, საყოფაცხოვრებო, სამიჯნურო), რომანი (სამიჯნურო, საგმირო), შელოცვა (კოსმოგონიური, სამკურნალო, სამეურნეო), ანდერძი (საგვარეულო), სადიდებო (რელიგიური), იგავი (ცხოველთა შესახებ), ანეკდოტი (ეთნოლოგიური, ისტორიული, საყოფაცხოვრებო);
ლირიკა – შრომის ლექსი (ურმული, გუთნური, სამეურნეო, სამონადირეო და სხვა), კალენდარული (საახალწლო, სააღდგომო და სხვა), მაყრული, საქორწინო, სატრფიალო, სუფრული, სამგლოვიაო, ქება, ელეგია, გაბაასება, კაფია, გალექსება, შაირები, საგმირო, ანდაზა, აფორიზმი, სიტყვის მასალა, გამოცანა.
დრამა – მისტერია (წარმართული, ქრისტიანული), სანახაობანი (ფერხისა, ბერიკაობა, ყეენობა, ლაზარობა), კომედია (საყოფაცხოვრებო, სოციალური).
ხალხური მხატვრული ზეპირსიტყვიერების ჟანრები გვხვდება, როგორც ლექსის სახით (ლირიკული პოეზია, ბალადები), ისე პროზად (ზღაპარი, ლეგენდა, თქმულება, ანდაზა და სხვა), ზოგჯერ კი ლექსნარევ პროზად (მაგ: ქართული "ამირანიანი", "ეთერიანი", "ტარიელიანი"). ზოგიერთი ჟანრი არც წმინდა პროზაა და არც წმინდა ლექსი (შელოცვა, ანდაზა, გამოცანა).
ხალხური ზეპირსიტყვიერება თავისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე არა თანაბრად ვითარდებოდა. მასში შეიმჩნევა როგორც აღზევების, ისე შეზღუდვის და ერთგვარად დაკნინების ხანაც. მაგ: მთელი რიგი ზეპირსიტყვიერი ჟანრები XX საუკუნეში აღარ ვითარდებოდა.
ხალხური ზეპირსიტყვიერება უდიდესი შემეცნებითი და მხატვრული ღირებულების შემცვლელია, მასში სრულად არის გამოხატული ხალხის იდეალები.

No comments:
Post a Comment