რწილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ, წავიდნენ გზასა. მიადგნენ ერთ რუს. რწყილმა უთხრა ჭიანჭველას:
– მე გადავხტები და შენ რაღა გეშველებაო?
– განა მე კი ვერ გადავხტებიო?! – უთხრა ჭიანჭველამ.
რწყილმა ისკუპა – გადახტა; ჭიანჭველამ ისკუპა – წყალში ჩავარდა. შეეხვეწა რწყილს:
– ძმობილო,მიშველე რამე,ნუ დამახრჩობო!
რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ღორთან და სთხოვა:
– ღორო,მომე ჯაგარი,
დავგრეხ თოკსა–ბაწარსა,
ჩავუგდებ, ამოვიყვან
ჩემს ძმობილ ჭიანჭველასა.
ღორმა უთხრა:
–შენ რომ ჩემთვის რკო არ მოგიტანიაო!
რწყილი ახტა, დახტა, მივიდა მუხასთან და სთხოვა:
– მუხავ, მომე რკო,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა–ბაწარსა,
ჩავუგდებ, ამოვიყვან
ჩემს ძმობილ ჭიანჭველასა.
მუხამ უთხრა:
–შენ რომ ჩემთვის ყვავი არ მოგიშორებიაო!
რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ყვავთან და სთხოვა:
– ყვავო, ეხსენ მუხასა,
მუხა მოგცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა–ბაწარსა,
ჩავუგდებ, ამოვიყვან
ჩემს ძმობილ ჭიანჭველასა.
ყვავმა უთხრა:
– შენ რომ ჩემთვის წიწილა არ მოგიყვანიაო!
რწყილი ახტა, დახტა, მივიდა კრუხთან და სთხოვა:
– კრუხო, მომე წიწილა,
წიწილას მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა–ბაწარსა,
ჩავუგდენ, ამოვიყვან
ჩემს ძმობილ ჭიანჭველასა.
კრუხმა უთხრა:
– შენ რომ ჩემთვის ფეტვი არ მოგიტანიაო!
რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ორმოსთან და სთხოვა:
– ორმოვ, მომე ფეტვი,
ფეტვს მივუტან კრუხსა,
კრუხი მომცემს წიწილსა,
წიწილას მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა–ბაწარსა,
ჩავუგდენ, ამოვიყვან
ჩემს ძმობილ ჭიანჭველასა.
ორმომ უთრა:
– შენ რომ ჩემთვის თაგვი არ მოგიშორებიაო!
რწყილი ახტა, დახტა, მივიდა თაგვთან და სთხოვა:
– თაგვო,ეხსენ ორმოსა,
ორმო მომცემს ფეტვსა,
ფეტვს მივუტან კრუხსა,
კრუხი მომცემს წიწილსა,
წიწილას მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა–ბაწარსა,
ჩავუგდენ, ამოვიყვან
ჩემს ძმობილ ჭიანჭველასა.
თაგვმა უთხრა:
– შენ რომ ჩემთვის კატა არ მოგიშორებიაო.
რწყილი ახტა, დახტა,მივიდა კატასთან და სთხოვა:
– კატავ, ეხსენ თაგვსა,
თაგვი დასთმობს ორმოსა,
ორმო მომცემს ფეტვსა,
ფეტვს მივუტან კრუხსა,
კრუხი მომცემს წიწილსა,
წიწილას მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა–ბაწარსა,
ჩავუგდენ, ამოვიყვან
ჩემს ძმობილ ჭიანჭველასა.
კატამ უთხრა:
– შენ რომ ჩემთვის რძე არ მოგიტანიაო!
რწყილი ახტა, დახტა,მივიდა ძროხასთან და სთხოვა:
– ძროხავ, მომე რძე,
რძეს მივუტან კატას,
კატა დასთმობს თაგვსა,
თაგვი დასთმობს ორმოსა,
ორმო მომცემს ფეტვსა,
ფეტვს მივუტან კრუხსა,
კრუხი მომცემს წიწილსა,
წიწილას მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა–ბაწარსა,
ჩავუგდენ, ამოვიყვან
ჩემს ძმობილ ჭიანჭველასა.
ძროხამ უთხრა:
– შენ რომ ჩემთვის ბალახი არ მოგიტანიაო!
რწყილი წავიდა, დაგლიჯა მინდორში ბალახი და ძროხას მიუტანა. ძროხამ მისცა რძე, რძე მიუტანა კატას, კატა დაეხსნა თაგვს, თაგვი მოშორდა ორმოს, ორმომ მისცა ფეტვი, ფეტვი მიუტანა კრუხს, კრუხმა მისცა წიწილა, წიწილა მოჰგვარა ყვავს, ყვავი დაეხსნა მუხას, მუხამ მისცა რკო, რკო მიუტანა ღორს,ღორმა ჯაგარი უთავაზა, რწყილმა ჯაგრის ბაწარი დაგრიხა და ჩაუგდო წყალში ჭიანჭველას, რომელიც ბალახს მოსჭიდებოდა. ჭიანჭველა ბაწარზე შეჯდა, რწყილმა ბაწარი გამოსწია, ჭიანჭველა ნაპირს გამოიყვანა და სიკვდილს გადააარჩინა.
მერე ისევ ძმურად გაუდგნენ გზას.

No comments:
Post a Comment