დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი (1957), უმაღლესი სასცენარო კურსები გაიარა მოსკოვში (1964). იყო კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ინსპექტორი (1959-60), საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის მხატვრული ტელეფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1967-68), „ქართულ ფილმთან“ არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი (1971-72), სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1979-87), თსთი სასცენარო ჯგუფის პედაგოგ-ხელმძღვანელი (1982-87, 1995-99), არის ავტორი წიგნებისა „ზარმაცი თაგუნას ამბავი“, „ვანო და ნიკო“. მისი ნაწარმოებები თარგმნილია და გამოქვეყნებულია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ,უნგრულ და არაბულ ენებზე. არის სსრკ პრემიების ლაურეატი.
გამოცემული წიგნები
ზარმაცი თაგუნას ამბავი (1971)
ვანო და ნიკო
ზარმაცი თაგუნას ამბავი და სხვა მოთხრობები, გამომცემლობა "Link", ილუსტრაციები კოტე სულაბერიძისა, 2007
კოღო ქალაქში (2010)
სცენარის ავტორია ფილმებისა
სულელი ბროწეულის ხე (1999)
ერთაწმინდა (1994)
ნოე (1991)
ეი, მაესტრო! (1987)
ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა (1984}
ქართლოსიანთა საკურთხეველი (1982)
ცხელი ზაფხულის სამი დღე (1981)
ძნელი დასაწყისი (1981)
გზა შინისაკენ (1981)
არასერიოზული კაცი (1980)
რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (1978)
ბათა ქექია (1978)
ამაღლება (1977)
ივანე კოტორაშვილის ამბავი (1974)
საერთო კედელი (1972)
ფიროსმანი (1969)
უსახელო უფლისციხელი (1968)
აპრილი (1962)
გადაღებულია ფილმებში
დაბრუნება (1990)
სუვენირი (1986)
თეთრი ღამე (1984)
ცხელი ზაფხულის სამი დღე (1981)
პრემიები და ჯილდოები
ლიტერატურული პრემია „საბა“ წიგნისათვის კოღო ქალაქში, გამომცემლობა სიესტა, 2010,
No comments:
Post a Comment