ხუტა მიხეილის ძე ბერულავა დაიბადა 1924 წლის 10 დეკემბერს ქ. ზუგდიდში, დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, 1952 წელს კი მ. გორკის სახელობის მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტი.
იყო გამომცემლობა "ნაკადულის", 1967 წლიდან კი გამომცემლობა "განათლების" დირექტორი. 1941 წელს გამოაქვეყნა ლექსები. 1944 წელს გამოვიდა მისი პირველი კრებული. პოპულარული გახდა სამამულო ომის გმირებისადმი მიძღვნილი მისი ლექსები ("ამხანაგო მიშაკოვ, ძმაო შალამბერიძევ", (1941); "ვარსკვლავეთს მოსწყდა ვარსკვლავი" (1945).
ბერულავას პოეზია გამსჭვალულია პატრიოტიზმის, ინტერნაციონალიზმის სულისკვეთებით ("მამულიშვილთა მოსაგონარი" (1947); "უკრაინაში, დნეპრის წინაშე" (1949); პოემა "რუსული გული", (1950-54). საკოლმეურნეო შრომის სურათებია გადმოცემული პოემაში "სიმღერა ვარსკვლავებზე" (1953); საქართველოს წარსულს ეძღვნება ლექსების ციკლი "ვარძიის გზაზე" (1946).
პოემა "კოლხური ლეგენდა" (1943–55), "ამბავი თბილისის დაბადებისა" (1964). ხუტა ბერულავა წერდა ბავშვებისათვისაც. თარგმნიდა რუსულ და სხვა ეროვნების პოეტების შემოქმედებებს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია უცხო ენებზე. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშისა და "საპატიო ნიშნის" ორდენებით.
ხუტა ბერულავა გარდაიცვალა 2004 წელს.
ხუტა ბერულავას პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა მისმა ქალიშვილმა, ქალბატონმა მზეონა ბერულავამ 2009 წლის 17 მარტს.
ნინო ბეზარაშვილი - მწერალი, პროზაიკოსი, შიო მღვიმელის პრემიის ლაურეატი, ორი ათეულზე მეტი წიგნის ავტორია. ”მეზღაპრის საჩუქარი”, ”ქვეყნის გული”, ”ანწლის ქოხი”, ”ჩემი საყდარი”, ”ფოთლები” და სხვა წიგნები კარგახანია შეიყვარა სხვადასხვა თაობის მკითხველმა.

No comments:
Post a Comment