Tuesday, September 13, 2011

ლალი ჯაფარაშვილი


დაიბადა .ხაშურში. დაამთავრა ხაშურის 1 საშუალო სკოლა, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
1982
წლიდან მუშაობს თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლიტერატურულ სტუდიაში.
 
პირველი ლექსები, 1968 წელს, ჟურნალ ,,ცისკარშიდაიბეჭდა. 1979 წელს გამომცემლობა ,,მერანშიმისი პირველი ლირიკული ლექსების წიგნი ,,მზეკარაგამოვიდა.1986 წელს, იმავე გამომცემლობამ დასტამბა ლალი ჯაფარაშვილის ლირიკული ლექსების მეორე წიგნი ,,აპრილის ცრემლი”. 1984 წლიდან საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირის წევრია.
 
წლების მანძილზე მისი ლირიკული და საბავშვო ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალებში ,,ცისკარსადა ,,მნათობში” ,გაზეთ ,,ლიტერატურულ საქართველოში”.
1985
წელს,ნოდარ დუმბაძის რეკომენდაციით, გამომცემლობა ,,ნაკადულმა
მისი საბავშვო ლექსების პირველი კრებული <<ქარი და ციყვებიგამოსცა.
1999
წელს,ჟურნალ ,,დილაშიგამოქვეყნებული საბავშვო ლექსებისათვის შიო მღვიმელის სახელობის ლიტერატურული პრემია მიეკუთვნა. 2010წელს მაყვალა მრევლიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემიით. დაჯილდოვდა. 2000 წელს, საკუთარი ხარჯით გამოსცა საბავშვო ლექსების წიგნი ,,ყველა ფურცელი საჩუქარია” (სათაური გამოტანილია ჟურნალ ,,დილისადმიმიძღვნილი ლექსიდან). აღნიშნული კრებული ნოდარ დუმბაძის ხსოვნას მიუძღვნა. 2007 წელს, გამომცემლობა ,,შემეცნებამგამოსცა ლალი ჯაფარაშვილის საბავშვო ლექსების სახალისო კრებული ,,ყველაფერი თავდაყირა”.ამჟამად გამომცემლობა ,,ანბანში,, იბეჭდება საბავშვო ლექსების წიგნი ,,შენთვის ვიზრდები, მამულო,,
 
გამოსაცემად მომზადებული აქვს ახალი ლირიკული   ლექსების კრებული.
   

No comments:

Post a Comment